ჯონ მაკინროი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჯონ პატრიკ მაკინროი უმცროსი''' ({{lang-en|John Patrick McEnroe Jr.}}; დ. [[16 თებერვალი]], [[1959]], [[ვისბადენი]], [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990 წლამდე)|დასავლეთი გერმანია]]) — [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკელი]] ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში<ref>{{cite news|title=Tennis' Top 20 of All Time|url=http://www.espn.com/espn/feature/story/_/id/16371992/tennis-top-20-all|work=espn.com|accessdate=25 ოქტომბერი 2018}}</ref><ref>{{cite news|title=Top 10 Men's Tennis Players of All Time|url=http://www.si.com/tennis/photos/2012/07/09top-10-mens-tennis-players-of-all-time#9|work=si.com|accessdate=25 ოქტომბერი 2018}}</ref><ref>{{cite news|title=THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 9, JOHN MCENROE|url=http://www.tennis.com/pro-game/2018/02/50-greatest-players-open-era-m-no-9-john-mcenroe/72231/|work=tennis.com|accessdate=25 ოქტომბერი 2018}}</ref><ref>{{cite news|title=Top 10 Tennis Players Of All Time: Rafael Nadal, Roger Federer Or Pete Sampras The Greatest Men's Player In Open Era?|url=http://www.ibtimes.com/top-10-tennis-players-all-time-rafael-nadal-roger-federer-or-pete-sampras-greatest-mens-player-open|work=ibtimes.com|accessdate=25 ოქტომბერი 2018}}</ref>.
 
მაკინროის ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 7 [[დიდი სლემი (ჩოგბურთი)|დიდი სლემის]] ტურნირი – 4 [[აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში|აშშ-ის ღია პირველობა]] და 3 [[უიმბლდონის ტურნირი|უიმბლდონი]]. მან ასევე მოიგო 3 [[ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი|წლის შემაჯამებელი ტურნირი]] ერთეულებში და 5 [[დეივისის თასი]] აშშ-ის ნაკრებთან ერთად. ჯამში მას [[პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია|ATP-ის]] 77 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. მაკინროი 170 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს. აღსანიშნავია, რომ 1977 წელს ამერიკელმა [[საფრანგეთის ღია პირველობა|საფრანგეთის ღია პირველობის]] ახალგაზრდული ტურნირი მოიგო. მაკინროისმისი 1984 წლის სეზონი სტატისტიკურად საუკეთესოა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, როდესაც მან 85 მატჩიდან 82 მოიგო (96.5%).
 
ჯონ მაკინროი ასევე წარმატებული იყო წყვილთა თანრიგში. მან 9 დიდი სლემის ტურნირი მოიგო – 5 უიმბლდონი და 4 აშშ-ის ღია პირველობა. წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მან [[პიტერ ფლემინგი (ჩოგბურთელი)|პიტერ ფლემინგთან]] ერთად 7-ჯერ გაიმარჯვა, რაც ტურნირის რეკორდია. მაკინროი 269 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც მესამე საუკეთესო შედეგია. მან წყვილებში ATP-ის 78 ტურნირი მოიგო. ჯამში მაკინროის ერთეულებში და წყვილებში 156 ტურნირი აქვს მოგებული, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის რეკორდია. შერეულ წყვილებში ამერიკელმა ჩოგბურთელმა ერთხელ შერეულ წყვილებში [[საფრანგეთის ღია პირველობაცპირველობა]] მოიგო.
 
სანაკრებო დონეზე, მან 5-ჯერ გაიმარჯვა [[დეივისის თასი|დეივისის თასზე]] აშშ-ის ნაკრებთან ერთად. 1999 წელს, მაკინროი [[საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზი|საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში]] შეიყვანეს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა კომენტატორად დიდი სლემის ტურნირებზე.
 
==სტატისტიკა და მიღწევები==