ბახტრიონის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.168.224.3-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''ბახტრიონის ბრძოლა''' — [[ირანელები|ირანელ]] დამპყრობელთა წინააღმდეგ [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის აჯანყების]] გმირული ეპიზოდი. გაიმართა [[1659]] წელს. ამ აჯანყებას სათავეში [[ზაალ არაგვის ერისთავი]], მისი ვაჟი ზურაბი, [[შალვა ქსნის ერისთავი|შალვა]] და [[ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)|ელიზბარ]] ქსნის ერისთავები და [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]] ედგნენ.
 
[[კახელები]]ს გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს [[თუშები|თუშებმა]], [[ფშავლებიფშაველები|ფშავლებმა]] და [[ხევსურები|ხევსურებმა]]. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა [[ბახტრიონის ციხე|ბახტრიონის ციხეზე]], სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ [[ალავერდი|ალავერდის]] მონასტრის გალავანში გამაგრებულ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებს]] და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.
 
ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — [[თუშები|თუშ]] [[გაფრინდაული, ზეზვა|ზეზვა გაფრინდაულს]], [[ხევსურები|ხევსურ]] [[ხოშარაული, ნადირა|ნადირა ხოშარაულს]], [[ფშავლები|ფშაველ]] [[გოგოლაური|გოგოლაურს]].