დემეტრე II თავდადებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
78.40.105.1-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 26:
|დედა = [[გვანცა დედოფალი|გვანცა]]
}}
'''დემეტრე''' (''დიმიტრი'') '''II, თავდადებული''' (დ. დაახლოებით [[1259]] — გ. [[12 მარტი]]. [[1289]]), [[საქართველო|საქართველოს]] მეფე [[1270]]-[[1289]], [[დავით VII|დავით VII ულუს აულუსა]] და [[გვანცა დედოფალი|გვანცა დედოფლის]] ძე.
 
==ისტორია დემეტრე თავდადებული l l ==
[[File:Demetre II relief.jpg|thumb|left|დემეტრე თავდადებულის ბარელიეფი]]
დემეტრე [[მონღოლები|მონღოლების]] მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით [[1262]]) შემდეგ იზრდებოდა [[ტარსაიჭ ორბელი]]ს სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. [[1270]], დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს [[ილხანთა სახელმწიფო|ილხანთა სახელმწიფოში]]. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე [[სადუნ მანკაბერდელი]], რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. [[1277]], [[1280]] და [[1281]] აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.