ვარდების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შევასწორე გრამატიკული შეცდომა: ბევრ ხმებს იღებდა -> ბევრ ხმას იღებდა
No edit summary
ხაზი 4:
== წინაპირობა ==
 
[[2003]] წლისთვის პრეზიდენტ [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა]], მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999)|საპარლამენტო არჩევნები]] 1999 წელს, უკვე [[2000]] წლიდან დაიწყო დაშლა. [[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2002)|2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში]] "მოქალაქეთა კავშირი" დამარცხდა. [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისში]] არჩევნები მოიგეს [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია|"ლეიბორისტულმა პარტიამ"]] და [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|"ნაციონალურმა მოძრაობამ"]], ხოლო საქართველოს დანარჩენ [[თვითმმართველობა|თვითმმართველ ერთეულებში]] - [[ახალი მემარჯვენეები|"მემარჯვენეებმა"]]. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა [[ზურაბ ჟვანია]]მ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია "გაერთიანებული დემოკრატები" დამარცხდა [[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2002)|თვითმმართველობის არჩევნებში]] 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი" [[აკაკი ასათიანი]]ს მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, [[საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე]] [[ნინო ბურჯანაძე]]. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით "ბურჯანაძე - დემოკრატები".
 
2003 წლის დასაწყისიდან "მოქალაქეთა კავშირი" შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი "ახალი საქართველოსთვის", რომელსაც შეუერთდნენ [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]] და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა "[[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]]", რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში]] და ტრადიციულად ბევრ ხმას იღებდა ამ რეგიონში.
ხაზი 17:
არჩევნები გაიმართა [[2003]] წლის [[2 ნოემბერი|2 ნოემბერს]]. იმავე ღამით, [[გრიბოედოევის თეატრი]]ს დარბაზში [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალურმა მოძრაობამ]] გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტ პოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 20,8%-ით, მეორე და მესამე ადგილებზე [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|"ახალი საქართველოსთვის"]] (12,9%) და [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]] (12,8%).<ref>"არჩევნები ნაციონალების ზეიმით დასრულდა, წინ დიდი მღელვარებაა" - ახალი ვერსია, 2003 წლის 3-9 ნოემბერი, გვ.3</ref> ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ იყო. ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და "ნაციონალური მოძრაობა" მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა.<ref>"სახელისუფლებო ბლოკმა არჩევნების დამთავრებამდე იცოდა, რომ გაიმარჯვებდა". - ,,24 საათი”. 2003 წ. 3 ნოემბერი, გვ. A1-A8</ref>. [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] უკვე გამოქვეყნდა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა:<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5209&search= ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს]</ref>
 
* [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] - 26,26%
* [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|ახალი საქართველოსთვის]] - 18,92%
* [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]] - 17,36%
* ბურჯანაძე-დემოკრატები - 10,15%
* [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]] - 8,13%
* [[ახალი მემარჯვენეები]] - 7,99%
 
ამ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის [[ეუთო]]ს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5211&search=ეუთო: არჩევნების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა]</ref>გამონაკლისი იყო [[დსთ]]-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5207&search=დსთ-ის დამკვირვებლებთა განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი იყო]</ref> ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება აღიარა<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5210&search= ბურჯანაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯვა]</ref>, ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.<ref>3 ნოემბერი, ორშაბათი – დასაწყისი ახალი ვერსია 2003 წლის 10-16 ნოემბერი გვ3</ref>
ხაზი 39:
[[5 ნოემბერი|5 ნოემბერს]] "ნაციონალებმა" და "დემოკრატებმა", რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მოთხოვნა: [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულის]], [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის]], [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი|ტყიბულის]], [[ბათუმი]]ს, [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთი]]სა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოითხოვა [[ქობულეთი|ქობულეთში]] დაკავებული 21 წლის დამკვირვებლის გათავისუფლება და ყველა გამგებლის, გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენება. მოთხოვნათა შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 7 ნოემბრამდე მისცა.<ref>"ულტიმატუმი" - “24 საათი”, 2003 წ. 6 ნოემბერი, გვ.1-3</ref> [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია|"ლეიბორისტულმა პარტიამ"]] და [[დემოკრატიული აღორძინების კავშირი|"დემოკრატიული აღორძინების კავშირმა"]] დაგმეს საპროტესტო მიტინგები.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5233&search=ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გმობს ოპოზიციის საპროტესტო აქციას]</ref>
 
იმავე საღამოს ცესკოს მონაცემებით ლიდერობდა ბლოკი [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი|ახალი საქართველოსთვის]] 298 ათასი ხმით და მეორე ადგილზე იყო [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] 265 ათასი ხმით.<ref>"დიდი ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება" - "24 საათი", 6 ნოემბერი. 2003წ. A1 A2</ref> ცესკოს მონაცემები კარდინალურად შეცვალა [[6 ნოემბერი|6 ნოემბრის]] საღამოს აჭარის საარჩევნო ოლქებიდან ჩამოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით [[აჭარა]]ში "[[დემოკრატიული აღორძინების კავშირი]]" ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდაა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლებო ბლოკი და [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ.<ref>"ასლან აბაშიძე საკუთარ თავს არ ღალატობს" -,,24 საათი”. 2003 წ. 7 ნოემბერი. გვ A1-A2</ref> ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] ხალხს აქციებისაკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, ხოლო 8 ნოემბერს - თბილისში.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5253&search= ოპოზიცია რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს]</ref>
 
ამავდროულად [[ნინო ბურჯანაძე]]მ გაახმოვანა ბლოკის გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5257&search= ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს]</ref> სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|"ნაციონალური მოძრაობის"]] წარმომადგენლებს, რომელებიც [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] ატარებდნენ მიტინგს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5259&search= ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობას ცეცხლი გაუხსნეს]</ref> სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა. [[ედუარდ შევარდნაძე]]მ კი ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5263&search= შევარდნაძე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს]</ref>
ხაზი 64:
[[13 ნოემბერი|13 ნოემბერს]] გამართულ აქციაზე [[მიხეილ სააკაშვილი|მიხეილ სააკაშვილმა]] განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს გადადგომა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5318&search= სააკაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს]</ref> ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
 
[[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] ოპოზიციამ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა. მომიტინგეებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას [[სამოქალაქო დაუმორჩილებლობა]] გამოუცხადეს.<ref>"საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟის მომდევნო ეტაპი" - ,,24 საათი”. 2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A3.</ref> [[16 ნოემბერი|16 ნოემბერს]] ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დაუმორჩილებლობის კომიტეტი და შეიმუშავა 5 პუნქტიანი მიმართვა მოსახლეობისადმი. ოპოზიციამ მოუწოდა მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობების პიკეტირებისკენ, საჯარო მოხელეების გაფიცვისაკენ, ხოლო მეწარმეებს - გადასახადების გადაუხდელობისკენ. ოპოზიციამ ასევე მოუწოდა მძღოლებს, ორშაბათს 11 საათზე, პრეზიდენტის რადიო-ინტერვიუს დროს გაეჩერებინათ ავტომობილები და ჩაერთოთ საყვირები დაუმორჩილებლობის ნიშნად.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5350&search= ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის დეტალებს ამჟღავნებს]</ref>
 
შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობები დაიწყო [[ზუგდიდი|ზუგდიდში]], [[თელავი|თელავში]], რასაც შედეგად მოჰყვა შევარდნაძის მოკავშირის, თელავის გამგებლის, მედეა მეზვრიშვილის გადადგომა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5334&search= შევარდნაძის მოკავშირე და თელავის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა]</ref> საპროტესტო აქციები გაიმართა [[რუსთავი|რუსთავში]], [[ახალციხე]]ში, [[ფოთი|ფოთში]]. [[აბაშა]]ში მასწავლებლების, [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] კი ექიმების გაფიცვა გაიმართა. [[19 ნოემბერი|19 ნოემბერს]] აქცია გაიმართა [[ბოლნისი|ბოლნისში]], სადაც მომიტინგეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5385&search= ბოლნისში ათობით ადამიანი დაშავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევისას]</ref> 13-17 ნოემბერს საპროტესტო აქციები იმართებოდა [[ჰამბურგი|ჰამბურგში]], [[ლონდონი|ლონდონსა]] და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა [[თსუ]]-ს სტუდენტების ნაწილიც.<ref>"თსუ სტუდენტების ნაწილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა" - ,,ახალი თაობა”. 2003წ. 18 ნოემბერი. გვ.2</ref>