ავთანდილ ჯორბენაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა [[1951]] წელს 31 ოქტომბერს ქალაქ [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]]. 1974 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი]]ს სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო [[თბილისის კლინიკური საავადმყოფო|ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფო]]ს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში — 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში — [[სსრკ]] შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1982 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-რენტგენოლოგი; 1982-1986 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1991 წლებში [[თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო]]ს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის I მოადგილე; 1991-1992 წლებში [[თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო]]ს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსი. 1992 წლის 8 იანვრიდან 1993 წლის 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1993 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 26 მარტამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1993 წლის 26 მარტიდან 1993 წლის 19 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე [[საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო|საქართველოს რესპუბლკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი]]; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — [[საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო|საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის]] მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე — [[ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი|აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი]]ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
 
არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.