სონატა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სონატა''' ({{lang-it|Sonatesonata}} <sonate — ჟღერა) — კამერულ-საკრავიერი მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი. სონატა ჩვეულებრივ საამნაწილიანი ციკლური ნაწარმოებია. შედგება ჩქარი განაპირა ნაწილებისა და ნელი შუა ნაწილისაგან. ზოგჯერ ციკლში შეტანილია მენუეტი ან სკერცო. ტერმინი სონატა ცნობილია XVI საუკუნიდან. თავდაპირველად იგი ეწოდებოდა ნებისმიერ საკრავიერ პიესას. XVII საუკუნის დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა სონეტის 2 ტიპი: საეკლესიო (sonata de chiesa) და კამერული (sonata de camera). საეკლესიო სონატისათვის დამახასიათებელია 4 ნაწილიანი ციკლი, რომლის თითოეული ნაწილი ტემპის განსაზღვრული თანმიმდევრობით ხასიათდება. კამერული სონატა საცეკვაო ნომრების თავისუფალი თანმიმდევრობაა. ზღვარი სონატის ამ სახეთა შორის მალე წაიშალა. XVII საუკუნეში გავრცელდა ტრიო სონატები 2 და 3 შემსრულებლისათვის გენერალ ბასის თანხლებით.
 
სონატებს თხზავდნენ [[ანტონიო ვივალდი|ა. ვივალდი]], [[გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი|გ. ფ. ჰენდელი]], [[იოჰან სებასტიან ბახი|ი. ს. ბახი]]. მას შემდეგ კი, როდესაც ძველებურ საკრავებს ([[კლავესინი]], [[კლავიკორდი]]) პირველობა [[ფორტეპიანო]]მ ჩამოართვა, განსაკუთრებით პოპულარული საფორტეპიანო სონატა გახდა. ამ ჟანრის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლი [[ვენის კლასიკური სკოლა|ვენის კლასიკოსებს:]] [[იოზეფ ჰაიდნი|ი. ჰაიდნს]], [[ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი|ვ. ა. მოცარტს]], [[ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი|ლ. ვ. ბეთჰოვენს]] მიუძღვით. დიდი ადგილი უკავია სონატებს აგრეთვე შემდგომი პერიოდის კომპოზიტორების — [[ფრანც შუბერტი|ფ. შუბერტის]], [[რობერტ შუმანი|რ. შუმანის]], [[ფრედერიკ შოპენი|ფ. შოპენის]] და სხვათა შემოქმედებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სონატა“-დან