ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
 
== ნავიგაცია ==
მიგრაციისის აუცილებელი პირობაა ცხოველთა ნავიგაციის, ე. ი. მოძრაობის მიმართულების განსაზღვრის უნარი. ნავიგაციის მექანიზმი სხვადასხვაგვარია. განსახლებისას ზოგიერთი ცხოველი იყენებს ქარის მუდმივ მიმართულებას ([[კალიასებრნი|კალიასებრთა]] გუნდები) ან [[დინება|დინებას]] ([[გველთევზა|გველთევზას]] ლარვები), რაც მათ გამრავლებისათვის ხელსაყრელ ადგილებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. [[ყარსაღი|ყარსაღები]] და სხვა ძუძუმწოვრები მომთაბარეობისას ქარის მიერ მოტანილი სუნით იღებენ ორიენტაციას. ცხოველებს აქტიური ნავიგაციის დროს შეუძლიათ გამოიყენონ განსაზღვრული ორიენტირი: [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[ვარსკვლავი|ვარსკვლავების]] მდებარეობა (ასტრონავიგაცია), დედამიწის ზედაპირის ოპტიკური ორიენტირები (სანაპიროების მოხაზულობა, ქედები, მდინარეების ხეობები და სხვ.). „მშობლიური ლანდშაფტის“ აღქმა, მისი თავისებურების დახსომება და აღბეჭდვა, განსაკუთრებით ცხოველის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ პერიოდში, პირველად მომიგრირე ახალგაზრდა ფრინველებს დასაზამთრებელ ადგილებამდე მიღწევისა და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ორიენტირი შეიძლება იყოს გარემოს მრავალი სხვა თავისებურება (მ. შ. გეოქიმიური, აკუსტიკური) და [[მაგნიტური ველი]]. ზღვის დინების ქიმიზმი ორიენტირია მომიგრირე [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპებისათვის]], ხოლო გამსვლელი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრი]] თევზები საქვირითეებისაკენ მიგრაციის დროს ორიენტირად მდინარეების წყლის სუნს იყენებენ.
მდინარეების წყლის სუნს იყენებენ.
 
მიგრაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ჯოგური (გუნდური) ცხოვრების ნირს, რ-იც აადვილებს მტაცებელთაგან დაცვას, იგი იძლევა აგრეთვე ერთმანეთის ქცევის კორექტირებისა და ყველაზე მეტად გამოცდილი ინდივიდების წინამძღოლად გამოყენების შესაძლებლობას, ეს კი ზრდის ბიონავიგაციის საიმედოობას.