ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიო ოქრო|გიო ოქრო]]|2=2018 წლის 12 ნოემბერი}}
[[ფაილი:Connochaetes taurinus -Wildebeest crossing river -East Africa.jpg|მინი|350px|[[გნუ]]ები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.]]
'''ცხოველთა მიგრაცია''' ({{lang-la|migrantis}} — ''ვინც'', ''რაც გადასახლდება'') — [[ცხოველები|ცხოველთა]] გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული ([[გვალვა|გვალვის]], ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად ([[მთა|მთებში]], ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, [[მღრღნელები|მღრღნელებთან]]) ბრძოლისათვის.
მიგრაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ჯოგური (გუნდური) ცხოვრების ნირს, რ-იც აადვილებს მტაცებელთაგან დაცვას, იგი იძლევა აგრეთვე ერთმანეთის ქცევის კორექტირებისა და ყველაზე მეტად გამოცდილი ინდივიდების წინამძღოლად გამოყენების შესაძლებლობას, ეს კი ზრდის ბიონავიგაციის საიმედოობას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ფრინველთა მიმოფრენა]]
 
== ლიტერატურა ==
* ''ჯანაშვილი ა.'', ზოოგეოგრაფია, თბ., 1974;
{{ქსე|6|677–678}}
* ''Лэк Д.'', Численость животных и её регуляция в природе, пер., с англ., М., 1957;
* Миграции животных, Сб., ст., в. 1—3, М., 1959—62;
* ''Наумов Н. П.'', Экология животных, 2 изд., М., 1963;
* ''Marler P.'', ''Hamilton W.'', Mechanism of animal behavior, L.—N. Y., 1968;
{{ქსე|6|677–678|ავალიანი რ.}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Animal migrations}}
* http://www.nps.gov/akso/parkwise/Students/ReferenceLibrary/general/MigrationBasics.htm
 
[[კატეგორია:ზოოლოგია]]