ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ნავიგაცია ==
მიგრაციისის აუცილებელი პირობაა ცხოველთა ნავიგაციის, ე. ი. მოძრაობის მი_მართულებისმიმართულების განსაზღვრის უნარი. ნავიგაციის მექანიზმი სხვადასხვაგვარია. განსახლებისას ზოგიერთი ცხოველი იყენებს ქარის მუდმივ მიმართულებას ([[კალიასებრნი|კალიასებრთა]] გუნდები) ან [[დინება|დინებას]] ([[გველთევზა|გველთევზას]] ლარვები), რაც მათ გამრავლებისათვის ხელსაყრელ ადგილებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. [[ყარსაღი|ყარსაღები]] და სხვა ძუძუმწოვრები მომთაბარეობისას ქარის მიერ მოტანილი სუნით იღებენ ორიენტაციას. ცხოველებს აქტიური ნავიგაციის დროს შეუძლიათ გამოიყენონ განსაზღვრული ორიენტირი: [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[ვარსკვლავი|ვარსკვლავების]] მდებარეობა (ასტრონავიგაცია), დედამიწის ზედაპირის ოპტიკური ორიენტირები (სანაპიროების მოხაზულობა, ქედები, მდინარეების ხეობები და სხვ.). „მშობლიური ლანდშაფტის“ აღქმა, მისი თავისებურების დახსომება და აღბეჭდვა, განსაკუთრებით ცხოველის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ პერიოდში, პირველად მომიგრირე ახალგაზრდა ფრინველებს დასაზამთრებელ ადგილებამდე მიღწევისა და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ორიენტირი შეიძლება იყოს გარემოს მრავალი სხვა თავისებურება (მ. შ. გეოქიმიური, აკუსტიკური) და [[მაგნიტური ველი]]. ზღვის დინების ქიმიზმი ორიენტირია მომიგრირე [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპებისათვის]], ხოლო გამსვლელი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრი]] თევზები საქვირითეებისაკენ მიგრაციის დროს ორიენტირად
მდინარეების წყლის სუნს იყენებენ.