ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
პასიური მიგრაციის მაგალითია ზღვის ან მდინარის დინების მიერ პელაგური ქვირითისა და ლარვების გადატანა. [[მდინარის გველთევზა|მდინარის გველთევზას]] ლარვა [[გოლფსტრიმი|გოლფსტრიმის]] დინებას გადააქვს [[სარგასის ზღვა|სარგასის ზღვიდან]] [[ევროპა|ევროპისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] სანაპიროებისაკენ.
 
 
=== მწერების მიგრაცია ===
[[მწერები|მწერების]] მიგრაცია ჩვეულებრივ მათ განსახლებას ემთხვევა (მაგ., [[აზიური კალია|აზიური]] და [[უდაბნოს კალია|უდაბნოს კალიების]] გადაფრენები). [[ბუგრები|ბუგრის]] ზოგიერთი სახეობის სეზონური მიგრაცია საკვებ მცენარეთა შეცვლასთანაა დაკავშირებული და სხვ.
 
=== წყლის უხერხემლოების მიგრაცია ===
[[პლანქტონი|პლანქტონური]] ცხოველების უმრავლესობას ახასიათებს სეზონური და დღე-ღამური ვერტიკალური მიგრაცია, წყლის მრავალ უხერხემლო ცხოველს — ჰორიზონტალური მიგრაცია.
 
== ნავიგაცია ==
მიგრაციისის აუცილებელი პირობაა ცხოველთა ნავიგაციის, ე. ი. მოძრაობის მი_მართულების განსაზღვრის უნარი. ნავიგაციის მექანიზმი სხვადასხვაგვარია. განსახლებისას ზოგიერთი ცხოველი იყენებს ქარის მუდმივ მიმართულებას ([[კალიასებრნი|კალიასებრთა]] გუნდები) ან [[დინება|დინებას]] ([[გველთევზა|გველთევზას]] ლარვები), რაც მათ გამრავლებისათვის ხელსაყრელ ადგილებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. [[ყარსაღი|ყარსაღები]] და სხვა ძუძუმწოვრები მომთაბარეობისას ქარის მიერ მოტანილი სუნით იღებენ ორიენტაციას. ცხოველებს აქტიური ნავიგაციის დროს შეუძლიათ გამოიყენონ განსაზღვრული ორიენტირი: [[მზე|მზის]], [[მთვარე|მთვარისა]] და [[ვარსკვლავი|ვარსკვლავების]] მდებარეობა (ასტრონავიგაცია), დედამიწის ზედაპირის ოპტიკური ორიენტირები (სანაპიროების მოხაზულობა, ქედები, მდინარეების ხეობები და სხვ.). „მშობლიური ლანდშაფტის“ აღქმა, მისი თავისებურების დახსომება და აღბეჭდვა, განსაკუთრებით ცხოველის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ პერიოდში, პირველად მომიგრირე ახალგაზრდა ფრინველებს დასაზამთრებელ ადგილებამდე მიღწევისა და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ორიენტირი შეიძლება იყოს გარემოს მრავალი სხვა თავისებურება (მ. შ. გეოქიმიური, აკუსტიკური) და [[მაგნიტური ველი]]. ზღვის დინების ქიმიზმი ორიენტირია მომიგრირე [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპებისათვის]], ხოლო გამსვლელი [[ორაგულისებრნი|ორაგულისებრი]] თევზები საქვირითეებისაკენ მიგრაციის დროს ორიენტირად
მდინარეების წყლის სუნს იყენებენ.
 
მიგრაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ჯოგური (გუნდური) ცხოვრების ნირს, რ-იც აადვილებს მტაცებელთაგან დაცვას, იგი იძლევა აგრეთვე ერთმანეთის ქცევის კორექტირებისა და ყველაზე მეტად გამოცდილი ინდივიდების წინამძღოლად გამოყენების შესაძლებლობას, ეს კი ზრდის ბიონავიგაციის საიმედოობას.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ფრინველთა მიმოფრენა]]
 
==ლიტერატურა==