მონღოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნიკოლეიშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქ...
No edit summary
ხაზი 77:
 
=== დამოუკიდებლობა ===
[[1911]] წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით [[1915]] წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. [[1919]] წელს, [[რუსეთი]]ს [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ [[ჩინეთი]]ს ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის [[დედაქალაქი]], მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. [[1918]]-[[1921]] წლებში [[იაპონია]]მაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა [[რუსები|რუსმა]] მოგზაურმა, [[რომან უნგერ-შტერნბერგი|ბარონმა უნგერმა]] (სისხლიანი ბარონი), რომელიც იბრძოდა [[თეთრი არმია|თეთრი არმიის]] მხარეს [[წითელი არმია|წითლების]] წინააღმდეგ [[ციმბირი|ციმბირში]], გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი [[ჩინელები]]ს შენაერთი. მალევე შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია [[დამდინ სუხე-ბატორი]]სა და [[ხორლოგიინ ჩოიბალსანი]]ს მეთაურობით. [[1921]] წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. [[18 მარტი|18 მარტს]] გათავისუფლებულ იქნა [[ქალაქი]] მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება - სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, [[1921]]-[[1924]] წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ [[მონარქია]]დ რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგენი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი [[იმპერიალიზმი|ანტიიმპერიალური]] და [[ფეოდალიზმი|ანტიფეოდალური]] ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები ([[1922]], [[1924]] წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირთან]]. [[1921]] წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა [[ლენინი|ლენინს]]. [[1924]] წელს პირველმა სახალხო [[ხურალი|ხურალმა]] მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. [[1929]] წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.
 
=== მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა ===
{{მთავარი|მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა}}
[[ფაილი:Altan Khan.jpg|thumbnail|ალტან ხანი]]
[[1924]] წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა [[მეფე]] და რელიგიური ლიდერი [[ბოგდო-გეგენ VIII|ბოგდო-ხანი]], საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს. [[1924]] წელს ხორლოგიინ ჩოიბალსანის ხელში მოექცა [[ძალაუფლება]]. მის სახელს უკავშირდება [[კოლექტივიზაცია]], ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში [[1920]] წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო [[ბერი]] და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში დაახლოებით 750 [[მონასტერი]] ფუნქციონირებდა.<ref>[http://www.orientmag.com/8-30.htm Mongolia: The Bhudda and the Khan]. Orient Magazine.</ref> [[სტალინი]]ს დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც [[1937]] წელს დაიწყო, მონღოლეთში 30 000-ზე მეტი [ადამიანი დაიღუპა. [[იაპონია|იაპონური]] [[იმპერიალიზმი]] კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. [[1939]] წლის [[იაპონია]]-[[საჭოთა კავშირი]]ს [[ომი]]ს დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. [[1945]] წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს [[მანჯურიის ოპერაცია]]ში. [[1945]] წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100 %-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. [[1949]] წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.
 
=== დემოკრატია ===
ხაზი 91:
{{მთავარი|მონღოლეთის გეოგრაფია}}
[[ფაილი:Gobi Desert.jpg|300 px|მინი|გობის უდაბნო. სამხრეთ-გობი]]
მონღოლეთის [[რესპუბლიკა]] (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური [[ახია|აზიის]] აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3000 კმ-ის მანძილზე [[რუსეთი|რუსეთს]] ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - [[ჩინეთი|ჩინეთს]]. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150 კმ) ესაზღვრება [[ყაზახეთი|ყაზახეთს]]. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1 564 116 კვ. კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც [[ალასკა]].
 
თითქმის მთელი მონღოლეთი [[ზღვა|ზღვის]] დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის [[მთა|მთებია]], რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე [[გობის ალთაი]] და [[ხენტეი]]. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს [[ხანგაი]]ს მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[ულან-ბატორი]] (ულაანბაატარი), მონღოლეთის [[დედაქალაქი]] და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: [[სელენგა]], [[კერულენი]], [[ონონი]], [[ძაბხანი]], [[კობდო]]. ქვეყნის ტერიტორიის [[60]] %-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის [[10]] %-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე [[100]]-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება [[კურდღელი]] ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს [[მგელი]], [[მელია]], [[სიასამური]], [[ციყვი]], [[ბურუნდუკი]]. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, [[შველი]], მარალი, ხემტეის მთებში-[[ლოსი]], მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური [[აქლემი]], [[პრჟევალსკის ცხენი]], გობის [[დათვი]]) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის [[უდაბნო]]. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, [[მიწისძვრა|მიწისძვრები]] აქ საკმაოდ ხშირია.
ხაზი 149:
[[ფაილი:Russian Orthodox Church in UB.JPG|thumbnail|275px|ქრისტიანული ტაძარი ულან-ბატორში.]]
მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ [[კომუნიზმი|კომუნისტურმა]] პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია [[1937]]-[[1939]] წლებში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ [[ბუდიზმი|ბუდისტურმა]] რელიგიამ აღმავლობა განიცადა და [[1990]]-იან წლებში მონღოლური [[ნაციონალიზმი]]ს ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, [[1991]] წელს [[ბუდიზმი]] კონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც [[სახელმწიფო]] რელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50 % ბუდისტია.
 
ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და [[მონღოლები]]ს 32,6 % [[15]] წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, [[მედიცინა|სამედიცინო]] და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის.
 
მოსახლეობის 40 % [[ათეიზმი|ათეისტია]] და არ გააჩნია [[რელიგია]]. 6 %- შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4 % მუსლიმი.
 
[[ტენგრიიზმი]] და [[შამანიზმი]] ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, [[სტალინი]]ს ბრძანებით [[700]]-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით [[ბერი]]. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.[[1990]]-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო [[მაჰმადიანობა]]მ და [[ქრისტიანობა]]მ.
Line 177 ⟶ 178:
== სოციალური სფერო ==
=== განათლება ===
[[სოციალიზმი|სოციალისტური]] რეჟიმის დროს მონღოლეთში [[განათლება]]ს დიდი ყურადღება ექცეოდა.წერა-კითხვის უცოდინრობა ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა [[მომთაბარეობა|მომთაბარე]] ბავშვებისათვის სეზონური სკოლების გახსნით. თუმცა [[1990]] წელს სეზონურ სკოლებს დაფინანსება შეუწყდათ. დაწყებითი და საშუალო განათლება მონღოლეთში [[10]] წელს გრძელდებოდა, მოგვიანებით კი [[11]] წლამდე იქნა გაზრდილი.[[2008]]-[[2009]] წლებში ოფიციალურად შემოღებულ იქნა [[12]] წლიანი სასწავლო წელი. სწავლება შეეხოთ პირველკლასელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური ცვლილების შედეგს მონღოლეთში [[2019]]-[[2020]] წლებში მიიღებენ.ქვეყნის ძირითადი [[სახელმწიფო]] უნივერსიტეტებია: [[მონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტი]] და [[მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი]]. [[1990]]-იანი წლების ლიბერალიზაციას მოჰყვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად მათ ექმნებათ პრობლემები უნივერსიტეტის სტატუსთან დაკავშირებით.
 
== კულტურა ==
Line 186 ⟶ 187:
მონღოლური [[ზეპირსიტყვიერება]] მრავალჟანროვანია. ფართოდაა ცნობილი ეპიკური თქმულებები: ”[[გესერიადა]]” , ”[[ჯანგარი]]” და სხვ. მონღოლეთის დამწერლობითი ლიტერატურის ეპიგრაფიკული ძეგლები XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული. პირველი წერილობითი ძეგლი (არა უადრეს [[1240]] წლისა) ”საიდუმლო თქმულება” მხატვრული ხასიათისაა, გაბაასების ტიპის ხალხური სიმღერის ნიმუშია ”[[ოქროს ურდო]]ს ხელნაწერი თელის ხის ქერქზე” (XIII-XIV სს.). XIII-XIV საუკუნეების ლიტერატურა ფრაგმენტების სახით შევიდა XVII საუკუნის მატიანეებში. XIX საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია [[დემოკრატია|დემოკრატიული]], ანტიფეოდალური ტენდენციები. (პოეტები ხუულჩ სანდაგი, დ. რავჟაა ([[1803]]-[[1856]]), გულრანსა ([[1820]]-[[1851]]) და სხვ.). რევოლუციის შემდგომი ლიტერატურა განიცდის აშკარა სოციალისტურ გავლენას. რაც ვლინდება რომანებში: ”[[წითელი]] [[დროშა]]”, ”[[ლენინი]] და [[სუხე-ბატორი]]”; აღსანიშნავია ც. გაიტავის პოემები ”ლენინი ჩვენთანაა”, ”[[კარლ მარქსი]]”, ”[[ფრიდრიხ ენგელსი]]”. ვითარდება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი.
 
მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლეთში [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგის ხანის]] ეპოქიდან დაიწყო. თარგმნილია ”[[ქილილა და დამანა]]”, [[ტიბეტი|ტიბეტურიდან]] შანდიდევას პოემა ”სიწმინდის გზა”, ტიბეტელი განდეგილი პოეტის მილარაიბას ”ასიათასი სიმღერა” და სხვ. საუკუნეების მანძილზე ითარგმნებოდა და გამოცემულია ენციკლოპედიები-”[[განჟური]]” ([[108]] ტ., XVII ს.) და ”[[დანჟური]]” - განჟურის კომენტარები ([[225]] ტ., XVIII ს).XVIII საუკუნეში აქტიურად ითარგმნებოდა [[ჩინური ენა|ჩინური]] რომანები და ნოველები, ხოლო [[1921]] წლიდან დაიწყო [[რუსული ენა|რუსული]] ლიტერატურის თარგმნა.
 
=== არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონღოლეთი“-დან