ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.25.136-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ქვეყანა|
|მშობლიური_სახელი = भारतीय गणराज्य<br />Bhārat Ganarājya<br />Republic of India
|სრული_სახელი = ინდოეთის რესპუბლიკა
|საერთო_სახელი = ინდოეთი
|დროშა = Flag of India.svg
|გერბი = Emblem of India.svg
|რუკა = India (orthographic projection).svg
|ჰიმნი = <center>[[ფაილი:Jana Gana Mana instrumental.ogg]]</center><br /> Jana Gana Mana
|დევიზი = ჭეშმარიტება იმარჯვებს (satyamēva jayatē)
|ოფიციალური_ენები = [[ჰინდი]], [[ინგლისური ენა|ინგლისური]]
|დედაქალაქი = [[ნიუ-დელი]]
|latd=28
|latm=36.8
|latNS=N
|longd=77
|longm=12.5
|longEW=E
|უდიდესი_ქალაქი = [[მუმბაი]]
|მთავრობის_ტიპი = [[ფედერაციული რესპუბლიკა]] [[საპარლამენტო რესპუბლიკა]]
|ლიდერის_ტიპი_1 = [[ინდოეთის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]
|ლიდერის_სახელი_1 = [[რამ ნათხ კოვინდი]]
|ლიდერის_ტიპი_2 = [[ინდოეთის პრემიერ-მინისტრი|პრ.-მინისტრი]]
|ლიდერის_სახელი_2 = [[ნარენდრა მოდი]]
|რანგი_ფართობით = მე-7
|ფართობი = 3 287 590
|წყალი_% = 9.56
|სავარაუდო_მოსახლეობა = 1 273 960 000
|სავარაუდო_მოსახლეობა_რანგი = მე-2
|მოსახლეობა_სავარაუდოდ_წელს = 2015
|მოსახლეობის_ცენზი = 1 027 015 248
|მოსახლეობის_ცენზი_წელს = 2001
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე = 329
|მოსახლეობის_სიმჭიდროვე_რანგი = 31-ე
|მშპ_ppp_წელი = 2011
|მშპ_ppp = $4.469 ტრილიონი
|მშპ_ppp_რანგი = მე-3
|მშპ_ppp_ერთ_მოსახლეზე = $3 703
|მშპ_ppp_ერთ_მოსახლეზე_რანგი = 129-ე
|აგი = 0.547
|აგი_ტენდენცია = {{ზრდა}}
|აგი_კატეგორია = <font color="#ffcc00">საშუალო</font>
|აგი_რანგი = 134-ე
|აგი_წელი = 2011
|ვალუტა = [[რუპია]]
|ვალუტის_კოდი = INR
|ქვეყნის_კოდი = IND
|დროის_სარტყელი = [[მსოფლიო კოორდინირებული დრო|UTC]][[UTC+05:30|+05:30]]
|ზაფხულის_დრო =
|cctld = [[.in]]
|სატელეფონო_კოდი = 91
|სქოლიო =
}}
 
'''ინდოეთი''', ოფიციალურად '''ინდოეთის რესპუბლიკა''' — [[სახელმწიფო]] [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]]. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი — მეშვიდე. ქვეყნის დედაქალაქია [[ნიუ-დელი]].
 
ორ საუკუნეზე მეტი ინდოეთი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ ინდოეთი ფლობს [[ბირთვული იარაღი|ბირთვული იარაღს]].
 
== სახელწოდება ==
* '''ოფიციალური''': ინდოეთის რესპუბლიკა ({{lang-hi|भारत गणराज्य}}, Bhārat Gaṇarājya; {{lang-en|Republic of India}}).
* '''ეტიმოლოგია''': მისი სახელწოდება [[ჰინდი|ჰინდის ენაზე]] არის „ბჰარატ“ ({{lang-hi|भारत}}, Bhārat). იგი მომდინარეობს [[არიელები|არიელთა]] ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე [[ინდი]]დან მომდინარეობს ([[სანსკრიტი|სანსკრიტულად]] Sindhu). ნახევარკუნძულს ადგილობრივები მოიხსენიებენ, როგორც „ჰინდუსტან“ ({{lang-hi|हिन्दुस्तान}}).
* '''ქვეყნის კოდი''': IN.
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:India-map-en.svg|thumb|left]]
[[ფაილი:Indoetis topo.svg|220პქ.px|მინიატიურა|მარჯვნივ|ინდოეთის ტოპოგრაფიული რუკა]]
ქვეყანა [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]], მდებარეობს [[ინდოსტანი]]ს სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: [[პაკისტანი]], [[ავღანეთი]], [[ჩინეთი]], [[ნეპალი]], [[ბჰუტანი]], [[მიანმა]], [[ბანგლადეში]].
 
* '''ფართობი''': 3 287 263 კვ. კმ. საზღვრები: საზღვაო — 5686 კმ; სახმელეთო — 15 168 კმ.
* '''ბუნება''': ''გეოგრაფიული რაიონები'' – [[ჰიმალაები]], [[ინდო-განგის დაბლობი]], [[დეკანის ზეგანი]]. ''მთიანი სისტემები'' – [[ჰიმალაები]], [[ყარაყორუმი]], ვინდბია, არავალი. ''უმაღლესი მწვერვალები (მ) '' – [[კანჩეჯანღა]] 8598, ნანდა დევი 7817; ''მთავარი მდინარეები (კმ) '' – [[ბრაჰმაპუტრა]] 2900, [[განგი]] 2125 (სულ 2510), გოდავარი 1465, იამუნა (ჯამნა) 1400, კრიშნა 1400, ნარმადა 1310; ''უდიდესი ტბა (კვ. კმ) '' — ჰირაკუდი 1100; ''მთავარი კუნძულები (კვ. კმ) —'' ანდამანის კ-ბი 6408 (დიდი ანდამანი 1536), ნიკობარის კ-ბი 1841 (დიდი ნიკობარი 1045), ლაქშადვიპი 32; ''კლიმატი'' — ტროპიკული, ზომიერი.
* '''ბუნებრივი რესურსები''': ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), [[რკინის მადანი]], [[მანგანუმი]], [[ბოქსიტები]], [[ტიტანი]], [[ქრომიტი]], [[ბუნებრივი აირი]], [[ალმასი]], [[ნავთობი]], [[კირქვა]], სასოფლო-სამეურნეო მიწები.
 
== ისტორია ==
 
=== ქვის ხანა ===
[[ფაილი:Bhimbetka rock paintng1.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|ბჰიმბეტკის გამოქვაბულის კედლის მხატვრობა]]
[[ნარმადი]]ს [[ხეობა]]ში, ჰატნორში გამართულად მოსიარულე ადამიანის [[ჰომო ერექტუსი]]ს ნარჩენების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე დასახლება მოხდა, უკიდურეს შემთხვევაში, შუა [[პლეისტოცენი]]ს ეპოქაში, დაახლოებით 500 000-200 000 წლის წინ. დაახლოებით 30 000 წლის წინ ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო [[მეზოლითი]]ს ხანა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 25 000 წლის განმავლობაში. საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე ადამიანები სუბკონტინენტზე დასახლდნენ უკანასკნელი გამყინვერების პერიოდის ბოლოს ან დაახლოებით 12 000 წლის წინ. პირველი ცნობილი მუდმივი დასახლებები წარმოიქმნა 9000 წლის წინ [[მადჰია-პრადეში]]ს შტატში, [[ბჰიმბეტკა]]ს ტერიტორიაზე. ნეოლითური კულტურის ყველაზე ადრეული კვალი, რადიოკარბონული ანალიზის თანახმად, დაკავშირებულია VIII ათასწლეულის შუა ხანებთან ჩვ. ერამდე და ნაპოვნია [[გუჯარათი]]ს შტატში [[კამბეის ყურე]]სთან. ნეოლითური კულტურის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ჩვ. ერამდე VII ათასწლეულით აღმოჩენილი იყო, აგრეთვე, თანამედროვე [[პაკისტანი]]ს [[ბალოჩისტანი]]ს პროვინციაში [[მერგარჰი]]ს სადგურზე. გვიანი ნეოლითური ხანის კულტურები ყვაოდა მდინარე ინდის ხეობაში ძვ. წ. VI-II ათასწლეულებში ჩვ. ერამდე და სამხრეთ ინდოეთში ძვ. წ. 2800-1200 წ. წ. შორის პერიოდში. ისტორიულ რეგიონში მდებარეობს სამხრეთ აზიაში რამდენიმე უძველესი ნამოსახლარი და მძლავრი ცივილიზაცია.
 
ადრეპალეოლითურ პერიოდთან დაკავშირებული უძველესი ადგილები არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პაკისტანში მდ. [[სოანი]]ს [[ხეობა]]ში. პირველი სოფლური ტიპის დასახლებები გაჩნდა მერგარჰში [[ნეოლითი]]ს ეპოქაში, ხოლო პირველი საქალაქო ტიპის დასახლებები — მდ. [[ინდი]]ს ხეობაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია [[მოჰენჯო-დარო]] და [[ჰარაპა]].
 
=== ბრინჯაოს ხანა ===
[[ფაილი:Historic pakistan rel96b.JPG|მინი|250პქ|პაკისტანის რუკა ძირითადი ისტორიული ადგილებით]]
[[ბრინჯაოს ხანა]] ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ჩვ. ერამდე 3300 წლის წინ მდ. [[ინდი]]ს [[ხეობა]]ში ცივილიზაციების წარმოქმნით. ამ პერიოდის ძირითად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მეტალურგიის მაღალი განვითარება - [[სპილენძი]]ს, [[ბრინჯაო]]ს, [[ტყვია|ტყვიის]] და [[კალა|კალის]] დნობა. ინდური ცივილიზაციების აყვავება მოდის ჩვ. ერამდე 2600-1900 წ.წ. შორის პერიოდში. ამ პერიოდში ინდოეთის სუბკონტინენტზე ჩნდება ქალაქები და იწყება გრანდიოზული მშენებლობა. ეს უძველესი ცივილიზაცია ჩამოყალიბდა მდ. [[ინდი]]ს [[ხეობა]]ში და გავრცელდა მდ. [[გჰაგჰრა]]-ჰაკრას [[ხეობა]]ში (იგი მრავალი მეცნიერის მიერ გაიგივებულია ვედურ მდინარე [[სარასვატი|სარასვატთან]]), [[განგი]]სა და [[ჯამუნა]]ს [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]], [[გუჯარათი|გუჯარათსა]] და ჩრდილოეთ ავღანეთში. ინდური ცივილიზაციის განსხვავებულ თავისებურებებს წარმოადგენს [[აგური]]თ ნაგები ქალაქები მაღალგანვითარებული საკანალიზაციო სისტემით და მრავალსართულიანი სახლებით. უმძლავრესი საქალაქო ცენტრები იყო [[ჰარაპა]] და [[მოჰენჯო-დარო]], დჰოლავირა, ლოტჰალი, კალიბანგა და სხვ. მდ. [[სარასვატი]]ს ამოშრობის და მდ.[[ინდი]]ს [[კალაპოტი]]ს შეცვლის შედეგად მოხდა დიდი გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებები, რამაც გამოიწვია რეგიონში ტყეების გაქრობა და გაუდაბურება. ეს ფაქტორი გახდა ინდური ცივილიზაციების დაკნინების და გაქრობის მიზეზი.
 
=== რკინის ხანა ===
* '''ვედური ცივილიზაცია'''
 
ვედური კულტურა ეს არის ინდურ-არიული კულტურა, რომელიც ასოცირდება ვედებთან — ვედურ სანსკრიტზე შედგენილ [[ინდუიზმი]]ს წმინდა წერილებთან. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისით ვედური ცივილიზაცია არსებობდა ძვ, წ. [[II ათასწლეული]]ს შუა ხანებიდან [[I ათასწლეული]]ს შუა ხანებამდე. ეს თარიღი საკამათოა ზოგიერთი ინდოელი და დასავლეთელი [[ისტორიკოსი]]სა და მეცნიერისათვის, რომლებიც ვედური პერიოდის დასაწყისად მიიჩნევენ ძვ. წ. IV ათასწლეულს და ინდურ ცივილიზაციას აიგივებენ ვედურთან. სწორედ ვედურ პერიოდში ჩამოყალიბდა ინდური კულტურა, ენა და [[რელიგია]]. ვედური პერიოდის პირველი 500 წელი (ძვ. წ. 1500-1000 წ. წ.) ემთხვევა ინდოეთის [[ბრინჯაო]]ს ხანას, ხოლო უკანასკნელი 500 წელი (ძვ. წ. 1000-500 წ. წ.) რკინის ხანას.
 
XIX საუკუნეში ევროპელმა კოლონიზატორებმა წამოაყენეს ინდოეთის არიული დაპყრობების თეორია, რომლის თანახმად, ჩვ. ერამდე II ათასწლეულის დასაწყისში [[ინდოეთის სუბკონტინენტი]] მოექცა მომთაბარე [[არიული ტომები]]ს ერთდროული მასიური დაპყრობის ქვეშ, რომელთაც თან მოიტანეს საკუთარი ვედური კულტურა. თუმცა, უკანასკნელმა არქეოლოგიურმა მონაცემებმა და ლინგვისტურმა კვლევებმა უარყო ეს ჰიპოთეზა. მის ნაცვლად მეცნიერებმა წამოაყენეს "ინდოარიული მიგრაციის" სხვადასხვა თეორია. ამ თორიის დამცველთა თანახმად, ინდო-არიული ტომები განსახლდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გადასცეს რა მათ საკუთარი ენა და ვედური კულტურა. სხვა მოსაზრებით, ინდოეთიდან წასვლის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ [[არიელები]] თავდაპირველად იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ძირძველი მოსახლეობა და რიგი მიგრაციების შედეგად მოგვიანებით განსახლდნენ მის ფარგლებს გარეთ.
 
მას შემდეგ, რაც ჩვ. ერამდე II ათასწლეულში [[ჰარაპა]]ს ურბანული ცივილიზაცია წავიდა დაქვეითებისკენ, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო მიწათმოქმედებამ, ხოლო ორგანიზაციულ-საზოგადოებრივ სტრუქტურაში — კასტებად დაყოფამ. ჩვ. ერამდე X საუკუნისათვის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო [[რკინის ხანა]]. ამ პერიოდს მეცნიერები უკავშირებენ "ატჰარვა ვედის" შექმნას. ეს არის პირველი ძველინდური ტექსტი, რომელშიც ნახსენებია რკინა. ითვლება, რომ ამ გვიან ვედურ პერიოდშო მოხდა მრავალრიცხოვანი მცირე სამთავროების ე. წ. [[მაჰაჯანაპადები]]ს ჩამოყალიბება. ამავე პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ძველი ინდური ეპიკური პოეზიის ძეგლებს "[[მაჰაბჰარატა]]ს" და "[[რამაიანა]]ს".
 
* '''მაჰაჯანაპადები'''
ვედური პერიოდის დასასრულს ინდოეთის სუბკონტინენტზე გაჩნდა რიგი მცირე სამეფოებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა, რომელთაგან მრავალი მოხსენებულია ძვ. წ. X საუკუნის შემდგომ პერიოდით დათარიღებულ ვედურ და ადრეინდურ [[ლიტერატურა]]ში. ამ დროს ქალაქ-სახელმწიფოთა უმრავლესობა მოიხსენებოდა ჯანაპადებად. ჯანაპადების მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე ტომები. ბრაჰმანული თეორიის მიხედვით, როგორც ჩანს, [[ბუდა]]ს პერიოდის საზოგადოებას არ გააჩნდა კასტური სისტემა. ის წარმოადგენდა სუსტად სტრუქტურირებულ საზოგადოებას, სადაც არ არსებობდა სრულფასოვანი [[მონარქია]]. უფრო მეტიც, ის ემსგავსებოდა [[ოლიგარქია]]ს ან ზოგიერთი ფორმით, [[რესპუბლიკა]]ს.
[[ფაილი:Gandhara Buddha (tnm).jpeg|მინი|250პს|ბუდას ბერძნულ-ბუდისტური სტატუეტი I-IIს.ს. განდჰარა]]
ჩვ. ერამდე V საუკუნისათვის წარმოიქმნა 16 სამეფო ან „რესპუბლიკა“ ცნობილი მაჰაჯანაპადებად — ქაში, ქოსალა, ანგა, მაგადჰა, ვრიჯი, მალა, ჩედი, ვამშა, კურუ, პანჩალა, მატსია, შურასენა, ასსაკა, ავანტი, განდჰარა და კამბოჯა. ისინი გადაიჭიმნენ [[ინდ-განგი]]ს დაბლობზე, თანამედროვე [[ავღანეთი]]დან [[მაჰარაშტრა]]მდე და [[ბენგალია]]მდე. ამ პერიოდში დაიწყო ინდური ცივილიზაციის შემდეგ მეორე მძლავრი ურბანიზაციის პერიოდი. [[სუბკონტინენტი]]ს დანარჩენ ნაწილზე, როგორც ჩანს, არსებობდა მრავალი სხვა მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ლიტერატურაში. ზოგიერთ მათგანში სამეფო ხელისუფლება გადადიოდა მემვიდრეობით, ზოგიერთში კი თავად ირჩევდნენ საკუთარ მმართველებს... ძირითადი სალაპარაკო ენა მოსახლეობის ზედაფენებში იყო [[სანსკრიტი]], ხოლო დაბალი სოციალური ფენები ჩრდ. ინდოეთში ურთიერთობდნენ განსხვავებულ ადგილობრივ დიალექტებზე ე. წ. პრაკრიტზე. ჩვ. ერამდე V საუკუნეში ე. ი. [[ბუდა]]ს დაბადების მომენტისათვის 16 სამეფოთაგან მრავალი გაერთიანდა და წარმოიქმნა ოთხი შედარებით მსხვილი გაერთიანება - ვატსა, ავანტი, ქოშალა და [[მაგადჰა]]. იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკაში ძირითადი იყო ბრაჰმანების მიერ შესრულებული რთული ვედური რიტუალები. ითვლება, რომ ზუსტად ამ პერიოდში, ძვ. წ. VII-V საუკუნეებში ჩაიწერა [[უპანიშადები]] — გვიანი ვედური პერიოდის რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები. უპანიშადებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდური ფილოსოფიის ფორმირებაზე და თითქმის ერთდროულად წარმოქმნილმა ბუდიზმმა და ჯაინიზმმა საკუთარ თავში განასახიერეს ამ პერიოდის აზროვნების ოქროს ხანა. ჩვ.წ. აღ.მდე 537 წ. [[სიდჰართა გაუტამა]]მ მიაღწია „გასხივოსნებას“ და გახდა ბუდა — „ზიარებული“. [[ბუდიზმი]]სა და [[ჯაინიზმი]]ს დოქტრინებში აქცენტირებული იყო [[ასკეტიზმი]] და ვრცელდებოდა [[პრაკრიტი]]ს ენებზე, რაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ინდურ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. კერძოდ, ვეგეტარიანელობაზე, ცხოველთა მოკვლის შეზღუდვაზე და ა. შ.
 
ამავე დროს, ჯაინიზმის გეოგრაფიული გავლენა შემოიფარგლა მხოლოდ ინდოეთით, ხოლო ბუდისტმა ბერებმა [[ბუდა]]ს სწავლება გაავრცელეს ტიბეტში, [[შრი-ლანკა]]ზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ზე.
 
=== სპარსული და ბერძნული დაპყრობები ===
[[ფაილი:MacedonEmpire.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|ალ. მაკედონელის დაპყრობები ჩრდ. ინდოეთამდე და თანამედროვე პაკისტანამდე.]]
ჩვენს წ. აღ. მდე 520 წ. [[სპარსეთი]]ს [[მეფე]] [[დარიოს I]]ის მმართველობის დროს [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი (თანამედროვე აღმოსავლეთ [[ავღანეთი]] და [[პაკისტანი]]) იქნა დაპყრობილი [[სპარსეთი]]ს აქემენიდური იმპერიის მიერ. სპარსელთა ბატონობა აქ მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვ.ერამდე 334 წ. ალექსანდრე მაკედონელმა, დაიპყრო რა [[მცირე აზია]] და [[აქემენიდების იმპერია]], მიაღწია [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებს. მან გაიმარჯვა ადგილობრივ რაჯაზე, [[ჰიდასპის ბრძოლა|მეფე პორზე]] და დაიპყრო [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]ს დიდი ნაწილი, მაგრამ ალექსანდრეს მეომრებმა მოულოდნელად უარი განახცადეს წინსვლაზე და მდ. [[ბიასი]]ს გადაკვეთაზე, იქ სადაც თანამედროვე ქალაქი [[ჯალანდჰარი]]ა გაშენებული. [[ალექსანდრე მაკედონელი]] იძულებული გახდა ლაშქრობა შეეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყო სამხრეთ-დასავლეთის გზით.
 
სპარსულმა და ბერძნულმა დაპყრობებმა დიდი ისტორიული გავლენა მოახდინეს ინდური ცივილიზაციის განვითარებაზე...სპარსულმა პოლიტიკურმა სისტემამ გავლენა იქონია სუბკონტინენტის მმართველობის გვიანდელ ფორმებზე. განსაკუთრებით, [[მაურიების იმპერია|მაურიების იმპერიის]] ადმინისტრაციულ სტრუქტურაზე. დამატებით ამასთან, [[განდჰარა]]ს რეგიონში (ეს არის აღმოსავლეთ [[ავღანეთი]] და ჩრდილო-დასავლეთ [[პაკისტანი]]) ინდური, სპარსული, ცენტრალურ-აზიური და ბერძნული კულტურების შერევის შედეგად წარმოიშვა ბერძნულ-ბუდისტური კულტურა, რომელმაც იარსება ჩვ. წ. აღრიცხვის [[V]] საუკუნემდე და გავლენა იქონია [[ბუდიზმი]]ს გვიანდელი ფორმის — [[მაჰაიანა]]ს ფორმირებაზე.
 
=== მაგადჰას იმპერია ===
თექვსმეტ მაჰაჯანაპადს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო [[მაგადჰა]], რომელსაც ისტორიის მთელ მანძილზე მართავდნენ სხვადასხვა საგვარეულო დინასტიები. [[მაგადჰა]]ს დამაარსებელი იყო ძვ. წ. 684 წ. [[ჰარტიანკების დინასტია]]. მისი დედაქალაქი იყო [[რაჯაგრიჰა]], რომელსაც მოგვიანებით ეწოდა [[პატალიპუტრა]] (თანამედროვე [[პატნა]]). მოგვიანებით მმართველობაში მოვიდა [[შიშუნაგის დინასტია]], რომელიც ძვ. წ. 424 წ. [[ნანდას დინასტია]]მ შეცვალა. [[მაგადჰა]]ს სამეფომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ტერიტორიულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია მაურიების დინასტიის პერიოდში. მაურიების სამეფო გადაიჭიმა თითქმის მთელ სუბკონტინენტზე კუნძულ შრი-ლანკისა და ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე მცირე ნაწილის გარდა. თუმცა ისინი მაურიების მოკავშირე სამეფოებად ითვლებოდნენ.
 
=== მაურიების დინასტია ===
[[ფაილი:Mauryan Empire Map.gif|მინი|250პს.|მაურიების იმპერია]]
ძვ. წ. 321 წ. [[ჩანდრაგუპტა მაურია]]მ დაამარცხა რა ნანდას დინასტიის უკანასკნელი მეფე [[დჰანა ნანდა]], [[ჩანაკია]]სთან შეთანხმებით დააარსა [[მაურიების სახელმწიფო]]. ჩანდრაგუპტას მმართველობიდან დაწყებული მაურიებმა არა მხოლოდ დაიპყრეს და გააერთიანეს პრაქტიკულად მთელი [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]], არამედ გააფართოვეს მისი საზღვრები [[ირანი]]სა და შუა აზიის ხარჯზე. ჩანდრაგუპტამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სამხრეთ ინდოეთში [[ჯაინიზმი]]ს გავრცელების საქმეში.
 
[[ჩანდრაგუპტა მაურია]] შეცვალა მისმა შვილმა [[ბინდუსარა]]მ, რომლის დროსაც გაგრძელდა საზღვრების გაფართოება [[კალინგას სამეფო]]ს და სხვა სამეფოების დაპყრობის ხარჯზე [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთში.
 
[[ბინდუსარა]] ტახტზე საკუთარმა შვილმა აშოკმა შეცვალა, რომელიც მმართველობის პირველ წლებში ცდილობდა იმპერიის საზღვრების შემდგომ გაფართოებას, მაგრამ კალინგას სისხლისმღვრელი დაპყრობის შემდეგ, მან უარი თქვა ძალადობაზე, მიუბრუნდა ბუდიზმს და [[აჰიმსა]]ს პრინციპის ერთგული გახდა. [[აშოკა]]ს ედიქტები წარმოადგენს თავისთავად შემონახულ უძველეს ინდურ დოკუმენტებს, რომელთა წყალობით შესაძლებელი გახდა მომდევნო დინასტიებისა და მმართველების მეტ-ნაკლებად ზუსტი დათარიღება. [[აშოკა]]ს მმართველობის დროს [[ბუდიზმი]] ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში. ხოლო [[აშოკა]]ს შვილიშვილი [[სამპრატი]] მიუბრუნდა ჯაინიზმს და დიდი როლი ითამაშა ამ სარწმუნოების გავრცელებაში.
 
=== მომდევნო დინასტიები ===
ძვ.წ. 185 წ. დაარსებულ იქნა [[შუნგას დინასტია]]. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების უკანასკნელი მეფე [[ბრიჰადრათჰა]] მოკლულ იქნა მაურიების არმიის მთავარსარდლის [[პუშიამიტრა შუნგა]]ს მიერ შუნგების დინასტია შეცვალა [[კანვას დინასტია]]მ, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ ინდოეთს ძვ.წ. 71-26 წ. წ. იგი შეცვალა [[სატავაჰანას დინასტია]]მ და [[მაგადჰა]]ს იმპერიის ადგილას შეიქმნა [[ანდჰრა]]ს სამეფო.
 
== ადრეული შუა სამეფო — ოქროს ხანა ==
[[ფაილი:Badami-chalukya-empire-map.svg|მინი|250პს|ჩალუკიას იმპერია]]
შუა პერიოდი აღინიშნა კულტურის შესამჩნევი აღმავლობით. ჩვ.წ.აღ.მდე 230 წ. სამხრეთ ინდოეთს მართავდა [[სატავაჰანების დინასტია]], რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც [[ანდჰრები]]. დინასტიის მეექვსე მეფემ სახელად [[შატაკარნი|შატაკარნმა]] მოიპოვა გამარჯვება ჩრდილოინდურ დინასტია [[შუნგა]]ზე. დინასტიის სხვა ცნობილი მეფეთაგანია [[გაუტამიპუტრა შატაკარნი]].
 
ჰიმალაებში ჩვ.წ.აღ.მდე II საუკუნიდან ჩვ. წ. აღ. ის III საუკუნემდე არსებობდა [[კუნინდას სამეფო]]. ჩვ. წ. აღ.ის I ს. შუა ხანებში ჩრდილო დასავლეთ ინდოეთში შეიჭრა ქუშანის დინასტია - შექმნა [[ქუშანის სამეფო]], რომელიც საბოლოოდ გადაიჭიმა [[პეშავარი]]დან [[ბენგალიის ყურე]]მდე. მის შემადგენლობაში შედიოდა, ასევე, ძველი [[ბაქტრია]] (თანამედროვე [[ავღანეთი]]ს [[ჩრდილოეთი]]) და სამხრეთ [[ტაჯიკეთი]]. [[დასავლეთ ქშატრაპების სამეფო]] (35-405 წ. წ.), რომელიც განფენილი იყო ინდოეთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, იმართებოდა [[საკები]]ს მიერ, რომლებმაც შეცვალეს [[ინდო-სკვითები]]. [[საკები]] იყვნენ [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს ჩრდილოეთ ნაწილის მმართველების [[ქუშანის სამეფო]] დინასტიის და ცენტრალური ინდოეთის მფლობელების [[სატავაჰანები]]ს (ანდჰრების) თანამედროვეები. სხვადასხვა დროს ინდოეთის [[ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილს ფლობდნენ ისეთი სამეფოები და იმპერიები, როგორიცაა, [[პანდია]], ადრეული [[ჩოლა]], [[ჩერა]], [[კადამბა]], [[დასავლეთის განგთა დინასტია|დასავლეთ განგა]], [[პალავა]] და [[ჩალუკია]]. ზოგიერთმა სამხრეთ სამეფომ შექმნა [[ზღვისპირეთის იმპერია]], რომელიც განიფინა მთელ [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია]]ზე...[[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს სამხრეთზე პირველობისათვის ბრძოლაში აღნიშნული სამეფოები პერიოდულად ებრძოდნენ ერთმანეთს ისევე, როგორც [[დეკანი]]ს სახელმწიფოს.
 
გარკვეულ პერიოდში [[კალაბჰარები]]ს ბუდისტურმა სამეფომ დაარღვია [[ჩოლა]]ს, [[ჩერა]]ს და [[პანდია]]ს იმპერიების დომინანტური მდგომარეობა ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთ ნაწილში.
 
=== ჩრდილო-დასავლეთის შერეული კულტურები ===
[[ფაილი:Demetrius I of Bactria.jpg|მინი|250|დემეტრიოს I ბაქტრიელი]]
ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთის შერეული კულტურები მოიცავს ინდურ-ბერძნულ, ინდურ-სკვითურ, ინდურ-პართიულ და ინდურ-სასანიდურ კულტურებს.
 
[[დემეტრიოს I ბაქტრიელი]] (ძვ.წ. 205-171 წ. წ.) იყო [[ინდო-ბერძნული სამეფო]]ს დამაარსებელი. დემეტრიოს I-ის მიერ სამეფო დაარსებულ იქნა ძვ. წ. 180 წ. და მდებარეობდა თანამედროვე [[ავღანეთი]]სა და [[პაკისტანი]]ს ტერიტორიებზე. მან იარსება თითქმის 200 წელი, რომლის განმავლობაში სამეფოს მართავდა ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ კონფლიქტში მყოფი 30-ზე მეტი ბერძენი მეფე.
 
ინდო-სკვითები იყვნენ ინდოევროპელი საკების (ე. წ. [[სკვითები]]ს) ერთ-ერთი განშტოება, რომლებიც თავდაპირველად სამხრეთ [[ციმბირი]]დან გადასახლდნენ [[ბაქტრია]]ში, შემდეგ [[სოგდიანა]]ში, ქაშმირში, [[არახოზია]]ში, [[განდჰარა]]სა და საბოლოოდ მთელ ინდოეთში. მათი სამეფო არსებობდა ძვ. წ. II-I ს. ს.
 
მოგვიანებით, ინდო-პართიულმა სამეფომ, გაიმარჯვა რა მრავალ კუშან მმართველზე, როგორიცაა მაგ: [[კუჯულა კადფიზი]], დაიპყრო თანამედროვე [[ავღანეთი]]ს დიდი ნაწილი და [[პაკისტანი]]ს ჩრდილოეთ ნაწილი.
 
[[ირანი]]ს სასანიდური იმპერია არსებობდა [[გუპტას იმპერია]]სთან ერთდროულად. ის გადაიჭიმა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიებამდე, სადაც შედეგად წარმოიქმნა შერეული ინდურ და სპარსული კულტურა, რომელიც ცნობილია ინდურ-სასანური კულტურის სახელით.
 
=== რომაელთა ვაჭრობა ინდოეთთან ===
[[ფაილი:AugustusCoinPudukottaiHoardIndia.jpg|მინი|მარცხნივ|250პს|მარცხვივ|[[რომი]]ს იმპერატორ [[ოქტავიანე ავგუსტუსი]]ს [[მონეტა]]. ნაპოვნია [[პუდუკოტაი]]ში. [[ბრიტანეთის მუზეუმი]]]]
[[რომი]]ს ვაჭრობა ინდოეთთან დაიწყო დაახლოებით ახ. წ. I ს. იმპერატორ [[ოქტავიანე ავგუსტუსი]]ს მმართველობის დროს, მის მიერ [[პტოლემაიოსები]]ს ეგვიპტის დამარცხების შემდეგ. ამ ეპოქიდან დაწყებული ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი დასავლეთში იყო [[რომის იმპერია]].
 
ძვ. წ. 130 წ. [[ევდოქსია კიზიკი]]ს მიერ დაწყებული ვაჭრობა სწრაფად განვითარდა და [[სტრაბონი]]ს თანახმად, ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში ყოველდღიურად 120 ხომალდი ასრულებდა სავაჭრო რეისს ეგვიპტის საპორტო ქალაქ [[მიოს ქორმოსი]]დან ინდოეთში. ამ ვაჭრობაში [[რომაელები]] ხარჯავდნენ უზარმაზარი რაოდენობით [[ოქრო]]ს, რომელიც გამოიყენებოდა [[ქუშანის სამეფო|ქუშანების იმპერიაში]] მონეტების შესაქმნელად. ოქროს მონეტების გადინებაზე ინდოეთში მოწმობს [[პლინიუს უფროსი]] თავის ნაშრომში [[„ ბუნების ისტორია”]]
ყველაზე უფრო მოკრძალებული გამოთვლებით, ინდოეთში, ჩინეთსა და არაბეთის ნახ/კ-ზე ყოველდღიურად მიედინებოდა დაახლოებით ასი მილიონი [[სესტერცი]]. სწორედ ეს თანხა ღირს ჩვენი ფუფუნება და ჩვენი ქალები. მთელი ამ იმპორტის მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტია განკუთვნილი ღმერთებისა და გარდაცვლილთა სულების მსხვერპლშესაწირად.
 
ინდურ-რომაული ვაჭრობის სავაჭრო მარშრუტები და პორტები დეტალურად აღწერილია I ს.-ის ბერძნულ სანაოსნო დოკუმენტებში "ერითრეის ზღვის გადაცურვა".
 
=== გუპტების დინასტია ===
ახ.წ. IV-V ს. ს. [[გუპტების დინასტია]]მ შეძლო ჩრდ. ინდოეთის დიდი ნაწილის ერთ დიდ იმპერიდ გაერთიანება. ეს პერიოდი ცნობილია ინდოეთის ოქროს ხანად. ინდუსურმა კულტურამ, მეცნიერებამ და პოლიტიკურმა სისტემამ მიაღწია თავისი განვითარების ახალ საფეხურებს. დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ [[ჩანდრაგუპტა I]], [[სამუდრაგუპტა]], [[ჩანდრაგუპტა II]]. დასავლეთევროპელი მეცნიერების აზრით, სწორედ ამ დროს ჩაიწერა [[ინდუიზმი]]ს წმინდა ტექსტები — [[პურანები]]. იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ცენტრალური აზიიდან [[ჰუნები]]ს შემოჭრის შედეგად. გუპტების იმპერიის განადგურების შემდეგ Vი ს-ში ინდოეთის ტერიტორიაზე კვლავ წარმოიქმნა მთელი რიგი მცირე სამეფოებისა. VII ს.-ის I ნახევრამდე გუპტების დინასტიის ერთი შტო აგრძელებდა [[მაგადჰა]]ს მართვას. სანამ მეფე [[ჰარშა]] ბარდჰანამ, საბოლოოდ, ბოლო არ მოუღო გუპტებს და საკუთარი იმპერია არ დააარსა.
 
თეთრი ჰუნები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ [[ეფთალიტები]]ს ტომების ნაწილი, დასახლდნენ [[ავღანეთი]]ს ტერიტორიაზე V ს. დასაწყისში დედაქალაქ [[ბამიანის პროვინცია|ბამიანი]]ს მიდამოებში. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ გუპტების დინასტიის დაცემის მიზეზი, რომლის შემდეგ დასრულდა ჩრდ. ინდოეთში ოქროს ხანა. თუმცა ეს ისტორიული ცვლილებები არ შეხებია [[დეკანი]]სა და სამხრეთ ინდოეთის დიდ ნაწილს...
 
=== გვიანი შუა საუკუნეები — კლასიკური პერიოდი ===
ინდოეთის ისტორიის კლასიკური პერიოდი დაიწყო VII ს-ში ჩრდ. ინდოეთის აღორძინებით [[მეფე]] ხარშის დროს და დასრულდა XIV ს-ში მუსულმანთა შემოჭრების შედეგად ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემით სამხრეთში. ამ პერიოდში მოხდა ინდური ხელოვნების აყვავება და ძირითადი რელიგიური და ფილოსოფიური სისტემების განვითარება, რომელიც გახდა სხვადასხვა სფეროში თანამედროვე [[ინდუიზმი]]ს, [[ბუდიზმი]]ს და [[ჯაინიზმი]]ს გამოვლინების საფუძველი.
 
VII ს-ში მეფე [[ჰარშა]]მ წარმატებით გააერთიანა ჩრდილოეთ ინდოეთი ერთ სახელმწიფოში, რომელიც დაიშალა მისი გარდაცვალებისთანავე. VII-IX ს. ს. ჩრდ. ინდოეთზე კონტროლის განხორციელებაში სამი დინასტია ეცილებოდა ერთმანეთს: [[პრატიხარები]], ბენგალიური [[პალას დინასტია]] და დეკანელი [[რაშტრაკუტები]]. მოგვიანებით [[სენა]]ს დინასტიამ დაიპყრო [[პალა]]ს [[სამეფო]], ხოლო [[პრატიხარების იმპერია]] დაიშალა მცირე სამეფოებად. ეს იყო პირველი ე. წ. [[რაჯპუტები]] — სათავადოები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით იარსებეს თითქმის ათასი წელიწადი — 1947 წ. [[დიდი ბრიტანეთი]]დან ინდოეთის საბოლოო გამოყოფამდე. პირველი ცნობილი სათავადოები — რაჯპუტები წარმოიშვა VI ს-ში რაჯასტჰანში, რომლის შემდეგ რაჯპუტების მცირე დინასტიები მართავდნენ ჩრდ. ინდოეთის დიდ ნაწილს. პრიტჰვირაჯ [[ჩაუჰანი]] არის ჩაუჰანთა დინასტიის ერთ — ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სახელი გაითქვა მომავალ ისლამურ [[სასულთნო]]ებთან სისხლიანი კონფლიქტებით. VII ს-დან XI ს-ის დასაწყისამდე თანამედროვე [[ავღანეთი]]ს, ჩრდ. [[პაკისტანი]]სა და [[ქაშმირი]]ს ტერიტორიას მართავდა დინასტია [[შაჰი]]. მეფე ხარშის სიკვდილის შემდეგ ერთიანმა სრულიადინდურმა [[სახელმწიფო]]მ ჩრდილოეთში არსებობა შეწყვიტა მისი შექმნის ცდები ამიერიდან უკვე სამხრეთში მიმდინარეობდა.
 
[[ჩალუკია]]ს იმპერია მართავდა ინდოეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილს 550-750 წ. წ. [[დედაქალაქი]]თ [[ბადამი]] და მოგვიანებით 970-1190 წ.წ. [[კალიანი]] (თანამედროვე [[კარნატაკა]]ს შტატი).
 
დაახლოებით იმავე პერიოდში სამხრეთ ნაწილს მართავდა ასევე [[პალავა]]ს დინასტია კანჩიდან. XII ს. ჩალუკიას იმპერიის დაცემის შემდეგ მისმა ვასალებმა - ჰოისალებმა ჰალებიდან, კაკატიებმა ვარანგალიდან, იადავებმა დევაგირიდან და კალაჩურების სამხრეთ განშტოებამ ჩალუკიას უზარმაზარი იმპერია გაიყვეს ერთმანეთში. მოგვიანებით ჩრდილოეთ თამილ-ნადში წარმოიქმნა [[ჩოლა]]ს სამეფო, ხოლო [[ქერალა]]ში — [[ჩერა]]ს სამეფო. 1343 წლისათვის ამ სამეფოებმა შეწყვიტეს არსებობა და მათ ადგილას წარმოიქმნა [[ვიჯაიანაგარის იმპერია]].
 
სამხრეთ ინდოეთის სამეფოებმა, დაამყარეს რა თავიანთი კონტროლი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის [[ზღვისპირეთი]]ს ტერიტორიებზე თავისი გავლენა გაავრცელეს [[ინდონეზია]]მდე. სამხრეთ ინდოეთის საპორტო ქალაქები ფართოდ იყო ჩაბმული დასავლეთში [[ევროპა]]სთან და აღმოსავლეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]სთან. კლასიკურ პერიოდში დიდი აღმავლობა განიცადა [[ლიტერატურა]]მ ადგილობრივ ენებზე და [[არქიტექტურა]]მ. ეს გრძელდებოდა XIV ს. დასაწყისამდე მანამ, სანამ სამხრეთ ინდოეთის სამეფოები არ შეეჯახნენ [[დელის სასულთნო]]ს თავდასხმებს, რომელიც ამ დროისთვის უკვე მყარად იყო დამკვიდრებული ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში დედაქალაქით [[დელი]]ში. [[ვიჯაიანაგარის იმპერია]]მ მისი თავდასხმების შედეგად, ბოლოსდაბოლოს, შეწყვიტა არსებობა.
 
=== ისლამური სასულთნოები ===
მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა დაიპყრეს ინდოეთის ძველი დასავლელი მეზობელი — [[ირანი]], მათი ყურადღების განსაკუთრებული ობიექტი გახდა ინდოეთი, რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა რეგიონს - უმდიდრესი კლასიკური ცივილიზაციით, გაცხოველებული საერთაშორისო ვაჭრობით და მაშინდელ მსოფლიოში [[ალმასი]]ს მოპოვებით ცნობილ ერთადერთ რეგიონს. სხვადასხვა ჩრდილოინდური სამეფოების მხრიდან რამდენიმესაუკუნოვანი წინააღმდეგობის შემდეგ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნა რიგი ისლამური იმპერიები (სასულთნოები), რომლებმაც რამდენიმე ასწლეული იარსებეს.
 
ჯერ კიდევ ილამურ დაპყრობებამდე სამხრეთ ინდოეთის სანაპიროებზე, ძირითადად [[ქერალა]]ში მრავალრიცხოვანი მუსლიმური სავაჭრო თემები, სადაც მუსლიმანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები ჩამოდიოდნენ, ძირითადად, [[არაბეთი]]ს [[ნახევარკუნძული]]დან ინდოეთის ოკეანის სავაჭრო გზის გავლით. მათ თან ჩამოიტანეს [[ისლამი]] — [[აბრაამისეული რელიგიები|აბრაამის რელიგია]], რომელიც შეერწყა ადგილობრივ ინდუისტურ კულტურას. მოგვიანებით დასავლეთში აყვავდა [[დეკანი]]ს სასულთნოები და [[ბაჰმანის სასულთნო]].
 
=== დელის სასულთნო ===
XII-XII ს.ს. [[არაბები]], [[თურქები]] და [[ავღანელები]] შეიჭრნენ ჩრდ. ინდოეთში და XIII ს. დასაწყისში დააარსეს [[დელის სასულთნო]]. დელის [[გულიამთა დინასტია]]მ ჩრდ. ინდოეთის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. იგი შეცვალა [[ხალჯთა დინასტია]]მ. სასულთნოების არსებობის დროს მოხდა ინდოეთის კულტურული აყვავება. ინდო-მუსულმანურმა კულტურამ დაგვიტოვა შედეგად სინკრეტული ძეგლები [[არქიტექტურა]]ში, [[მუსიკა]]ში, [[ლიტერატურა]]ში, [[რელიგია]]სა და ტანსაცმელში.
 
[[დელის სასულთნო]]ს პერიოდში წარმოიქმნა, აგრეთვე, [[ურდუ]]ს წინაპარი ენა – ჰინდავი. აღნიშნული ენა ჩამოყალიბდა ადგილობრივ ენებზე მოლაპარაკე ხალხების ურთიერთობით ირანელ, თურქ, არაბ ემიგრანტებთან.
 
დელის სასულთნო წარმოადგენდა ერთადერთ ისლამურ იმპერიას, რომელმაც ტახტზე აიყვანა ინდოეთის ისტორიაში მრავალთაგან ერთ-ერთი ქალი- [[რაზია სულთანი]] (1236-1240 წ. წ.).
 
გაიგო რა ინდოეთის სამოქალაქო ომზე თურქ-მონღპოლთა წინამძღოლმა თემურ ლენგმა 1398 წ. დაიწყო საომარი კამპანია მმართველი სულთნის ნასირუდდინ მაჰმუდის წინააღმდეგ, რომელიც ეკუთვნოდა [[თუგლაკიდები]]ს დინასტიას. 1398 წ. 17 დეკემბერს სულთნის არმიამ განიცადა განადგურება. [[თემურ ლენგი]] შევიდა სრულიად განადგურებულ და დანგრეულ ქალაქ [[დელი]]ში.
 
=== დიდი მოგოლთა იმპერია ===
[[1526]] წელს [[ჩინგიზ ხანი]]სა და [[თემურ ლენგი]]ს შთამომავალმა, [[თემურიდები]]ს დინასტიის წარმომადგენელმა [[ბაბური|ბაბურმა]] გადალახა [[ჰაიბერის გადასასვლელი]] და დააარსა [[დიდ მოგოლთა იმპერია]], რომელმაც იარსება 200 წელზე მეტი. XVII ს. დასაწყისისთვის მოგოლთა დინასტიის კონტროლქვეშ აღმოჩნდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდი ნაწილი. XVIII ს. დასაწყისიდან იმპერიამ თანდათან დაიწყო დაცემა და [[1857]] წელს [[სიპაები]]ს აჯანყების (ცნობილი, აგრეთვე, როგორც 1857 წლის ინდოეთის სახალხო აჯანყება) შემდეგ შეწყვიტა არსებობა. მოგოლთა მმართველობის პერიოდში მოხდა დიდი სოციალური ცვლილებები სუბკონტინენტზე. კერძოდ, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა — ინდუსები — აღმოჩნდნენ მუსლიმი მოგოლი იმპერატორების მმართველობის ქვეშ, რომელთაგან ზოგიერთი გამოირჩეოდა ლიბერალური შეხედულებებით და მფარველობას უწევდა ინდუსურ კულტურას, მაშინ, როდესაც სხვები პირიქით, იჩენდნენ უკიდურეს შეუწყნარებლობას ტაძრების დანგრევით და არამუსლიმებისათვის უზარმაზარი გადასახადების დაკისრებით. თავისი განვითარების პიკზე დიდი მოგოლთა იმპერიის ტერიტორიამ გადააჭარბა [[მაურიები]]ს ძველ [[იმპერია]]ს. დიდი მოგოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ, მის ადგილას აღმოცენდა რამდენიმე მცირე სამეფო. ითვლება, რომ მოგოლთა დინასტია უმდიდრესი იყო აქამდე ცნობილ ყველა დინასტიას შორის.
 
[[1739]] წელს მოგოლთა არმიაზე გაიმარჯვა ნადირ შაჰმა კარნალასთან ბრძოლაში. ამის შემდეგ ნადირმა აიღო და დაანგრია ქალაქი [[დელი]], წამოიღო იქიდან უთვალავი განძი ცნობილი [[ფარშევანგის ტახტი]]ს ჩათვლით.
 
დიდი მოგოლთა იმპერიის ეპოქაში დომინანტური პოლიტიკური ძალა იყო მოგოლი იმპერატორი და მისი მოკავშირეები, ხოლო მოგვიანებით მემკვიდრე-სახელმწიფოები კონფედერაცია [[მარატჰა]]ს ჩათვლით, რომლებიც ებრძოდნენ დასუსტებულ მოგოლთა დინასტიას. თუმცა [[მოგოლები]] ხშირად მიმართავდნენ მკაცრ ზომებს საკუთარი იმპერიაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ასევე, ატარებდნენ ინდუსურ კულტურასთან ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც მათ მმართველობას უფრო წარმატებულს ხდიდა ხანმოკლე დელის სასულთნოს მმართველებთან შედარებით. [[აქბარ დიდი]] იყო მოგოლი მმართველების ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენელი — გამორჩეულიად შემწყნარებელი განსხვავებული რელიგიებისა და კულტურებისა. კერძოდ, მან შემოიღო აკრძალვა [[ჯაინიზმი]]ს წმინდა დღეებში ცხოველების მკვლელობაზე და გააუქმა არამუსულმანთა მიმართ დისკრიმინაციული საგადასახადო სისტემა. მოგოლი იმპერატორები ქორწინდებოდნენ ადგილობრივ დიდგვაროვნებზე, ხდებოდნენ ადგილობრივი მაჰარაჯების მოკავშირეები, და ცდილობდნენ თავიანთი თურქულ-ირანული კულტურის ძველ ადგილობრივ ინდურ კულტურასთან შერწყმას. აქბარის შემდეგ ტახტზე ასული [[აურანგზები]] სხვა იმპერატორებისაგან განსხვავებით ატარებდა არამუსლიმი მოსახლეობის მიმართ არაპოპულარულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რამაც [[ინდუსები]]ს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
 
=== რეგიონული სამეფოები მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ===
დიდი მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ცენტრალურ და ჩრდილო ინდუსურ ინდოეთში წამყვანი ადგილი დაიკავა [[მარატჰების სახელმწიფო]]მ. ამ დროის ინდოეთისთვის დამახასიათებელია რიგი მცირე რეგიონული სახელმწიფოების წარმოქმნა. [[მარატჰა]]ს სამეფო დააარსა [[შივაჯი]]მ — ინდოეთის ეროვნულმა გმირმა. XVIII ს.-ში [[მარატჰა]] გახდა უზარმაზარი იმპერია პეშვთა მმართველობით სათავეში. 1760 წლისათვის იმპერია იკავებდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდ ნაწილს. გეოგრაფიული ექსპანსია შეწყდა მხოლოდ [[აჰმად შაჰ აბდალი]]ს ხელმძღვანელობით ავღანელთა არმიის მიერ [[მარატჰები]]ს განადგურებით 1761 წ. [[პანიპატის მესამე ბრძოლა]]ში. უკანასკნელმა [[პეშვა]]მ ბაჯი რაო II−მ განადგურება განიცადა ანგლო-მარატჰების მესამე ომში ბრიტანული ჯარებისაგან.
 
სამხრეთ ინდოეთში ჯერ კიდევ ინდუსურ ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემამდე 1400 წ. ვოდეიარების დინასტიამ დააარსა [[მაისურის სამეფო]], რომელმაც მოგვიანებით შეცვალა ვიჯაიანაგარი. ვოდეიართა სამფლობელო განადგურებულ იქნა [[ჰაიდარ ალი]]სა და მისი ვაჟის [[ტიპუ სულთანი]]ს მიერ. მათი მმართველობით [[მაისურის სამეფო]]მ რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა ინგლისელების და ინგლის-მარატჰების გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ.
 
1591 წ. სამხრეთ ინდოეთში [[ჰოლკონდა|ჰოლკონდის]] დინასტიიდან [[კუტბ შაჰი|კუტბ შაჰმა]] დააარსა ქალაქი [[ჰაიდარაბადი]]. მოგოლთა მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ მოგოლთა გუბერნატორმა ასაფ ჯაჰმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ჰაიდარაბადში 1724 წ. 1948 წ. ჰაიდარაბადს მართავდა [[ნიზამები]]ს მემკვიდრეობითი დინასტია. როგორც [[მაისური]], ასევე [[ჰაიდარაბადი]] გახდნენ ბრიტანული ინდოეთის ვასალი სამეფოები.
 
თანამედროვე [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]ს ტერიტორიაზე შეიქმნა [[სიქები]]ს სახელმწიფო. ეს იყო ბრიტანეთის კოლონიურ სახელმწიფოს დაქვემდებარებული [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს უკანასკნელი რეგიონი. სიქების იმპერია დაეცა ანგლო-სიქების რიგი ომების შედეგად. XVIII ს.-ში [[გორქჰა]]ს (გურქჰა) მმართველების მიერ დაარსდა სახელმწიფო [[ნეპალი]], რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ეროვნული იდენტობა და ტერიტორიული მთლიანობა დღემდე.
 
=== კოლონიური ერა ===
[[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] ზღვაოსნის [[ვასკო და გამა]]ს მიერ ახალი საზღვაო გზის აღმოჩენამ ევროპიდან ინდოეთში სათავე დაუდო ამ რეგიონებს შორის პირდაპირ ვაჭრობას. პორტუგალიელებმა დააარსეს სავაჭრო კოლონიები გოაში, დამანში, დიუში, [[ბომბეი]]ში. მათ მოჰყვნენ [[ნიდერლანდელები]], [[დანიელები]] და [[ინგლისელები]], რომლებმაც 1619 წ. შექმნეს სავაჭრო პოსტი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე საპორტო ქალაქ სურატში. ამის შემდეგ მოვიდნენ [[ფრანგები]]. შიდაკონფლიქტი ინდურ სამეფოებს შორის საშუალებას აძლევდა ევროპელ ვაჭრებს თანდათანობით შეეძინათ მიწები და გაევრცელებინათ გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. XVIII ს. მანძილზე ევროპულმა იმპერიებმა მოახერხეს თავიანთი კონტროლის ქვეშ შეენარჩუნებინათ ინდური ტერიტორიები, მოგვიანებით იძულებული გახდნენ დაეთმოთ ყველა ეს ტერიტორია ინგლისელებისათვის, გარდა საფრანგეთის ფორპოსტების — [[პონდიშერი]]ს და [[ჩანდერნაგორი]]ს, ნიდერლანდური საპორტო ქალაქის - [[კორომანდელის სანაპირო|კორომანდელი]]ს (1825 წ. მდე) და პორტუგალიური კოლონიების — [[გოა]], [[დამანი და დიუ]].
 
=== ბრიტანული ინდოეთი ===
1617 წელს [[ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია]]მ იმპერატორ [[ჯაჰანგირი]]სგან მიიღო ინდოეთთან ვაჭრობის უფლება. ასი წლის შემდეგ 1717 წ. კომპანიამ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თანდათანობითი გავლენის ზრდასთან ერთად საჩუქრად მიიღო საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი ვაჭრობის უფლება [[ბენგალია]]ში. ბენგალიის ნავაბი სირაჯ უდ-დაულა შეეწინააღმდეგა ინგლისელთა პრივილეგიას ვაჭრობაში, რამაც გამოიწვია [[პლესის ბრძოლა]] 1757 წ. ოსტ-ინდოეთის კომპანიის არმიამ რობერტ კლაივის წინამძღოლობით დაამარცხა ნავაბის ჯარები. იმავე წელს კლაივი კომპანიის მიერ დაინიშნა ბენგალიის გუბერნატორად. 1764 წ. ბუკსარის ბრძოლის შემდეგ კომპანიამ შაჰ ალამ II - ისგან შეიძინა ბენგალიის მართვის სამოქალაქო უფლება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინგლისელთა ბატონობას სუბკონტინენტზე მთელი შემდგომი ასწლეულების მანძილზე. ინგლისელთა ბატონობამ ბოლო მოუღო სუბკონტინენტზე მოგოლთა ბატონობის ხანას. ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ მოახდინა ბენგალიაში ვაჭრობის მონოპოლიზება. ინგლისელებმა შემოიღეს განსაკუთრებული საგადასახადო სისტემა მიწაზე ე. წ. "მუდმივი დასახლება", რომელმაც დაამყარა ახალფეოდალური საზოგადოებრივი წყობა. 1850-ანი წლების დასაწყისისთვის ოსტ-ინდოეთის კომპანია აკონტროლებდა ინდოეთის სუბკონტინენტის დიდ ნაწილს. მათ შორის თანამედროვე პაკისტანსა და ბანგლადეშს. სარგებლობდნენ რა ინდოეთის დაძაბუნებით, კონფლიქტებით სათავადოებსა და სხვადასხვა სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, ინგლისელები მისდევდნენ "დაყავი და იბატონე-"ს პრინციპს კოლონიურ პოლიტიკაში.
 
1857წ. ოსტ-ინდოეთის მმართველობით უკმაყოფილება გახდა დამოუკიდებლობისათვის პირველი ომის (ცნობილი როგორც სიფაების აჯანყება) მიზეზი. ერთწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ აჯანყება იქნა ჩახშობილი. აჯანყების ფაქტობრივი ლიდერი, უკანასკნელი მოგოლი იმპერატორი [[ბაჰადურ შაჰ ზაფარი]] განდევნილ იქნა [[ბირმა]]ში. მის შვილებს თავები დასჭრეს, დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. შედეგად [[ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანია]] გაუქმდა და [[ინგლისი]] გადავიდა ინდოეთის, როგორც [[ბრიტანეთი]]ს იმპერიის კოლონიის პირდაპირ მართვაზე. ინდური ტერიტორიები დიდი ნაწილი ემორჩილებოდა პირდაპირ მმართველობას, ხოლო ნაწილი წარმოადგენდა ვასალურ სათავადოებს. ინგლისის კაპიტალის დაგროვების და ინგლისში სამრეწველო რევოლუციის უმნიშვნელოვანესი წყარო გახდა ინდოეთის კოლონიის ექსპლოატაცია.
 
=== ინდოეთის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ===
[[ფაილი:Nehru Gandhi 1937 touchup.jpg|220px|მარცხნივ|მინიატიურა|ნერუ და განდი. 1937 წელი.]]
ინდოეთის დამოუკიდებლობისა და დასავლური ტიპის დემოკრატიის დამკვიდრებისათვის პირველი ნაბიჯი გახდა ინგლისის ვიცე მეფის ადმინისტრაციაში ინდოელი მრჩევლების დანიშვნა. 1920 წლიდან ისეთმა ლიდერებმა, როგორიც იყო [[მაჰათმა განდი]], დაიწყეს ინდოეთის კოლონიალოიზმის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები. ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გახლეჩვის მიზნით, ინგლისის პარლამენტმა 1929 წ. ინდოეთს მიანიჭა ინგლისის იმპერიის დომინიონის სტატუსი. მთელი ინდოეთის სუბკონტინენტზე დაიწყო ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ რევოლუციური გამოსვლები, რამაც 1947 წ. ინდოეთი მიიყვანა ინგლისის კოლონიიდან საბოლოო თავისდაღწევამდე.
 
=== დამოუკიდებლობა და ინდოეთის გაყოფა ===
დამოუკიდებლობის სურვილთან ერთად წლების მანძილზე იზრდებოდა დაძაბულობა ინდოეთის მუსლიმან და ინდუს მოსახლეობას შორის. ყოველთვის უმცირესობაში მყოფ მუსულმან მოსახლეობას ეშინოდა [[ინდუსი]] ხელმძღვანელების გავლენის ქვეშ მოქცევა და ფრთხილად ეკიდებოდა დამოუკიდებლობის იდეას. ისინი თანაბარ უნდობლობას უცხადებდნენ როგორც ინდუსურ ასევევ [[ბრიტანეთი]]ს კოლონიურ ხელისუფლებას. 1915 წელს [[მაჰათმა განდი]] ჩაუდგა სათავეში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ორივე მხარეს მოუწოდა შერიგებისკენ. მისი ხელმძღვანელობით ბოლოს და ბოლოს, ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებით ინდოელთა მასობრივმა სახალხო მოძრაობამ [[მაჰათმა განდი]]ს [[მსოფლიო]]ში ერთ-ერთი უდიდესი ლიდერის სახელი დაუმკვიდრა. თავად ინდოელებმა მას უწოდეს "მაჰათმა", რაც სანსკრიტზე "დიად სულს" ნიშნავს.
 
[[ბრიტანეთი]]ს ინდოეთის ტერიტორიებმა დამოუკიდებლობის 1947 წ. მიიღეს დამოუჯიდებლობა, რომლის შემდეგ ინდოეთი გაიყო ორ ნაწილად: ინდოეთად და პაკისტანად. [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]სა და [[ბენგალია|ბენგალიის]] გაყოფის მიზეზით დაიწყო სისხლიანი შეტაკებები ინდუსებს, სიქჰებს და მუსლიმებს შორის, რომელსაც 500 000 მეტი [[ადამიანი]]ს სიცოცხლე შეეწირა. ინდოეთის გაყოფამ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში გამოიწვია ერთ — ერთი ყველაზე უფრო დიდი მიგრაციული პროცესი. დაახლოებით 12 მლნ. [[ინდუსი]], [[სიქი]] და [[მუსლიმანი]] გადასახლდა ახლადშექმნილი ინდოეთისა და [[პაკისტანი]]ს სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
 
=== ინდოეთის ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ===
მრავალეროვნულ და მრავალრელიგიურ ინდოეთს გააჩნია მრავალი სოციალური, რელიგიური და ეროვნული პრობლემა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. თუმცა მან შეძლო შეენარჩუნებინა თვალსაჩინო ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი მცირე პერიოდის (1975-1977) გამოკლებით, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა [[ინდირა განდი]]მ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით.
 
ინდოეთის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ ძირითად საშიშროებას წარმოადგენს [[ტერორიზმი]], განსაკუთრებით ჩრდილო აღმოსავლეთში [[ჯამუ და ქაშმირი]]ს რეგიონში, ხოლო XXI ს. დასაწყისიდან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა [[დელი]] და [[მუმბაი]]. ამის ნათელი მაგალითია ტერორისტული აქტი ნიუ დელში, რომელიც განხორციელდა 2001 წ., ასევე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ მუმბაიში 2008 წ. შემოდგომაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელსაც 100 000 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
 
XX ს.-ის მეორე ნახევარში ინდოეთს ჰქონდა საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებთან. დავა ჩინეთთან ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, რომელიც 1962 წ. ჩინეთ-ინდოეთის ხანმოკლე სასაზღვრო ომში გადაიზარდა. ინდოეთმა პაკისტანთან გადაიხადა სამი ომი: 1947, 1965 და 1971 წლებში. უკანასკნელი კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარეობდა 1999 წ. ქაშმირის შტატში.
 
1974 წელს ინდოეთმა ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდა. ამგვარად, ის გახდა [[ბირთვული კლუბი]]ს ახალი წევრი. 1998 წ. ინდოეთმა გამოსცადა ხუთი ახალი მიწისქვეშა ბირთვული იარაღი. 1991 წ. ინდოეთში დაწყებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა გახადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი. 1996 წ. ქვეყნის სათავეში მოვიდა რეფორმების გამგრძელებელი [[ატალა ბიჰარი ვაჯპაი]]ს ხელისუფლება. 2004 წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტია ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა [[სონია განდი]]ს მეთაურობით. 2004 წელს 22 მაისს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა [[მანმოჰან სინგჰი|მანმოჰან სინგჰმა]]. 2012 წ. ივლისში ინდოეთში მოხდა ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა, რომლის შედეგად უშუქოდ დარჩა 600 000 მილიონი ადამიანი.
 
== სახელმწიფო ==
[[ფაილი:Rashtrapati Bhavan Wide New Delhi India.jpg|მინი|[[რაშტრაპატი-ბხავანი]], ინდოეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია]]
* '''სახელმწიფო სისტემა''': ფედერაციული რესპუბლიკა.
* '''სახელმწიფოს მეთაური''': პრეზიდენტი — [[პრატიბა პატილი]] ([[2007]]).
* '''მთავრობის მეთაური''': პრემიერ-მინისტრი — [[მოჰამედ ჰამიდ ანსარი]].
* '''საკანონმდებლო ორგანო''': ორპალატიანი პარლამენტი, შედგება შტატების საბჭოსაგან (რაჯია საბჰა, 250 ადგილი) და სახალხო პალატისაგან (ლოკ საბჰა, 545 ადგილი).
* '''პარტიები''': ინდოეთის ეროვნული კონგრესი (დაარსებულია 1885 წელს მ. განდისა და ჯ. ნერუს მიერ, ლიდერები — ინდირა განდი 1966-1984, რაჯივ განდი 1984-1991, ამჟამად სონია განდი), ბჰარატია ჯანატა პარტი (ლიდერი ა. ბ. ვაჯპაი).
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 შტატი (state) და 7 მოკავშირე ტერიტორია (union territory).
 
:[[ანდამანის და ნიკობარის კუნძულები]] – [[ანდჰრა-პრადეში]] – [[არუნაჩალ-პრადეში]] – [[ასამი (შტატი)|ასამი]] – [[ბენგალი]] – [[ბიჰარი]] – [[დადრა და ნაგარ-ჰაველი]] – [[დამანი და დიუ]] – [[დელი (შტატი)|დელი]] – [[გოა (შტატი)|გოა]] – [[გუჯარათი]] – [[კარნატაკა]] – [[კერალა]] – [[ლაქშადვიპი]] – [[მადჰია-პრადეში]] – [[მაჰარაშტრა]] – [[მანიპური]] – [[მეგჰალაია]] – [[მიზორამი]] – [[ნაგალენდი]] – [[ორისა]] – [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]] – [[პონდიშერი]] – [[რაჯასტანი]] – [[სიკიმი]] – [[ტამილნადუ]] – [[ტრიპურა]] – [[უტარ-პრადეში]] – [[უტარანჩალი]] – [[ჩანდიგარჰი]] – [[ჩხატისგარჰი]] – [[ჯამუ და ქაშმირი]] – [[ჯარხანდი]] – [[ჰარიანა]] – [[ჰიმაჩალ-პრადეში]]
 
== დემოგრაფია ==
[[ფაილი:Inde bondo8658a.jpg|მინი|ინდოელი გოგონა]]
* '''მოსახლეობა''': 1 210 193 422 (2011), მათ შორის 27,7 % – [[ჰინდუსტანელები]], 10,5 % – [[ბიჰარელები]], 9,1 % – [[ბენგალები]], 8,4 % – [[ტელუგები]], 7,6 % – [[მარატჰები]], 6,9 % – [[ტამილები]], 5,2 % – [[გუჯარათელები]].
* '''ენები''': [[ჰინდი]] (მასზე ლაპარაკობს 40 %), ბენგალური, ტელუგუ, მარათული, თამილური, ურდუ, გუჯარათული, მალაიალამი, კანადა, ორია, პენჯაბური, ასამური, კაშმირული, სინდური, სანსკრიტული. კონსტიტუციით ინგლისური გამოცხადებულია დროებით ოფიციალურ ენად (1 %).
* '''რელიგია''': [[ინდუიზმი]] 83 %, [[ისლამი]] 11 %, [[ქრისტიანობა]] 2,6 %, [[სიქიზმი]] 1,9 %, [[ბუდიზმი]] 0,7 %.
* '''ქალაქები (ათ.) ''': [[დელი]] (დილლი, 10.204; აგლომ. 17.038), [[კალკუტა]] (კოლკატა, 4.760; აგლომ. 14.090), [[ბომბეი]] (მუმბაი, 12.383 |17.012 ათასი), [[მადრასი]] (ჩენაი, 4.382; აგლომ. 6.677 ათასი), [[ბენგალურუ]] (ბანგალურუ, 4.461; აგლომ. 5.910), [[აჰმადაბადი]] (3.654; აგლომ. 4.876), [[ჰაიდარაბადი]] (3.585; აგლომ. 5.751), [[პუნა]] (2.640; აგლომ. 3.903).
 
== ეკონომიკა ==
1990-იანი წლებიდან ინდოეთის ეკონომიკა აქ დაწყებული რეფორმების გამო უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის, ქვეყანამ სერიოზული ნახტომი გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. აღსანიშნავია ტრადიციული კინოინდუსტრია.
 
* '''ეროვნული პროდუქტი''': ''მოცულობა'' — 357 მლრდ $ (მე-15 ადგილი); ''1 სულ მოსახლეზე —'' 370 $; ''სტრუქტურა (%)'' — სოფლის მეურნეობა 28, მრეწველობა 29, მომსახურება 43.
* '''ექსპორტი''': ძვირფასეულობა და საიუველირო ნაწარმი, ტანსაცმელი, ბამბა, ჩაი.
* '''ბიუჯეტი''': 48,300 მლნ $.
* '''ვალუტა''': [[ინდური რუპია]] (INR).
 
== მემკვიდრეობა ==
{{მთავარი|იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდოეთში}}
[[ფაილი:Mahabodhi Temple Bodh Gaya Bihar India.jpg|მინი|[[მაჰაბოდჰი]]ს ტაძარი, [[ბოდხ-გაია]]ში]]
* '''[[დელი]]''' — ეროვნული მუზეუმი, [[წითელი ფორტი]] (XVII ს.), დიდი მეჩეთი, დიდ მოგოლთა სასახლე ([[XVII საუკუნე|XVII ს]].), [[კუტბ-მინარი]]ს კოშკი ([[XII საუკუნე|XII ს]].);
* '''[[აგრას ციხე|აგრა]]''' — [[ტაჯ-მაჰალი]]ს მარმარილოს მავზოლეუმი;
* '''[[მუმბაი]]''' — [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] ტაძრები;
* '''[[ვარანასი]]''' — 1500 ტაძარი;
* [[აჯანტა|აჯანტისა]] და [[ელორის გამოქვაბული|ელორის]] მღვიმეები, [[კონარაკეს მზის ტაძარი|მზის ტაძარი კონარაკეში]], [[ქაჯურაჰო]]ს ძეგლების კომპლექსი, [[ფატეჰპურ-სიკრი]], [[სანჩი]]ს ბუდისტური ძეგლები;
* '''[[ინდური ეპოსი]]''' — [[მაჰაბჰარატა]] ([[ძვ. წ. V საუკუნე|ძვ. წ. V]]) და [[რამაიანა]] ([[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II]]).
 
== ცნობილი ინდოელები ==
* '''[[პოლიტიკოსები]]''' – [[მაჰატმა განდი]], [[ჯავაჰარლალ ნერუ]], [[ინდირა განდი]], [[რაჯივ განდი]];
* '''[[რელიგიური მოღვაწენი]]''' – [[შრი აურობინდო]], [[ვივეკანანდა]], [[გურუ ნანაკი]], [[ჯიდუ კრიშნამურტი]];
* '''[[მწერლები]]''' – [[რაბინდრანათ თაგორი]], [[კალიდასა]], [[მუნში პრემჩანდი]], [[სალმან რუშდი]];
* '''[[მეცნიერები]]''' – [[არიაბჰატა]], [[ბჰასკარაჩარია]];
* '''[[მსახიობები]]''' – [[რაჯ კაპური]], [[შაში კაპური]], [[სანჯივ კუმარი]]; [[შაჰრუკჰ კჰანი]], [[აამირ კჰანი]], [[კაჯოლი]], [[ვივეკ ობეროი]], [[რანბირ კაპური]], [[იმრან კჰანი]], [[რიში კაპური]], [[კარინა კაპური]], [[პრიტი ზინტა]], [[საიფ ალი კჰანი]], [[შაჰიდ კაპური]].
* '''[[სპორტსმენები|სპორტსმენი]]''' – [[ვიშვანატან ანანდი]];
* '''[[ასტრონავტები|ასტრონავტი]]''' – [[რაკეშ შარმა]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|138-147}}
* АН СССР Ин-т народов Азии — Индия в древности: Сборник статей/АН СССР.Ин-т народов Азии.-М.: Наука, 1964
* Антонова К. А., Бонгард-Левин Г. М., Котовский Г. Г. — История Индии -М.: Изд.центр А3,МСК, 1999
* Бонгард-Левин Г. М. — Индия эпохи Маурьев /Бонгард-Левин Г. М.; АН СССР.Ин-т востоковедения.-М.: Наука, 1973.
* Гусева Н. Р. — Индия в зеркале веков /Гусева Н. Р.-М.: Вече, 2002
* Дьяков А. М. — Индия во время и после Второй мировой войны: (1939—1949 гг.)/Дьяков А. М.; Ред. И. М. Рейснер; АН СССР.Ин-т востоковедения.-М.: АН СССР, 1952
* Спейт О. Х. К. — Индия и Пакистан: Пер. с англ./Спейт О. Х. К.; Ред. А. М. Рябчиков-М.: Иностр.лит., 1957
* Brown, Judith M. (1994), Modern India: The Origins of an Asian Democracy, Oxford and New York: Oxford University Press. Pp. xiii, 474, ISBN 0-19-873113-2
* Kulke, Hermann & Dietmar Rothermund (2004), A History of India, 4th edition. Routledge, Pp. xii, 448, ISBN 0-415-32920-5.
* Metcalf, Barbara & Thomas R. Metcalf (2006), A Concise History of Modern India (Cambridge Concise Histories), Cambridge and New York: Cambridge University Press. Pp. xxxiii, 372, ISBN 0-521-68225-8.
* Spear, Percival (1990), A History of India, Volume 2, New Delhi and London: Penguin Books. Pp.&nbsp;298, ISBN 0-14-013836-6.
* Stein, Burton (2001), A History of India, New Delhi and Oxford: Oxford University Press. Pp. xiv, 432, ISBN 0-19-565446-3.
* Thapar, Romila (1990), A History of India, Volume 1, New Delhi and London: Penguin Books. Pp.&nbsp;384, ISBN 0-14-013835-8.
* Wolpert, Stanley (2003), A New History of India, Oxford and New York: Oxford University Press. Pp.&nbsp;544, ISBN 0-19-516678-7.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.historyofwar.org/country_india.html ინდოეთი]
* [http://www.historyofwar.org/articles/people_chandragupta_maurya.html ჩანდრაგუპტა მაურია]
* [http://indoeti.blogspot.com/2009/03/blog-post_10.html ჩემი ინდოეთი]
* [http://indoeti.blogspot.com/2009/05/blog-post_25.html საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის ისტორიიდან]
 
{{commons|India|ინდოეთი}}
{{ინდოეთის შტატები და ტერიტორიები}}
{{აზიის ქვეყნები}}
{{ერთა თანამეგობრობა}}
 
[[კატეგორია:ინდოეთი| ]]
[[კატეგორია:აზიის ქვეყნები]]
Line 298 ⟶ 4:
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]
[[კატეგორია:ბირთვული ქვეყნების სია]]
ყლეებოოოოოოოოოოოოოოოო
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან