ალი იბნ აბუ ტალიბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ინფორმაციის დამატება
188.169.149.44-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 52:
 
'''ალი იბნ აბუ ტალიბი''' ({{lang-ar|عَليْ بِنْ أَبُو طَالِبْ بِنْ عَبْدْ اَلْمُطَّلِبْ بِنْ هَاشِمْ بِنْ مَنَافْ مِنْ قُرَيشيِ}}; ალი იბნ აბუ ტალიბ იბნ აბდ ლ-მუტალიბ იბნ ჰაშიმ იბნ მანაფ მინ ყურაიში; დ. [[22 ოქტომბერი]], [[598]], [[მექა]] — გ. [[6 თებერვალი]], [[661]], [[ქუფა]]) — [[შიიტობა|შიიტთა]] პირველი იმამი და [[სუნიტები|სუნიტთა]] მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა ([[656]]–[[661]]). წინასწარმეტყველ [[მუჰამადი]]ს ბიძაშვილი, სიძე და მემკვიდრე. იგი პირველი ბავშვი გახდა, რომელმაც მიიღო [[ისლამი]].
 
იმამი ალი, ანუ ალი იბნ აბუ თალიბი, علي بن أﺑﻲ طالب იყო პირველ მუსლიმთაგანი, მუჰამედის ქალიშვილის, ფატიმას ქმარი მას მოიხსენებენ როგორც ემირ ალ მუმინ أمير المؤمنين, მორწმუნეთა მეთაური. იგი იყო მეოთხე (და ბოლო) რაშიდი (სუნიტთა წარმოდგენით) და პირველი იმამი (შიიტთა წარმოდგენით) შიიტი მუსლიმები მიიჩნევენ ალის და მის შთამომავლებს მუჰამადის შთამომავლებად, მისი შთამომავალი მამაკაცები ატარებენ ზედწოდებას სეიდ, ხოლო ისინი, ვინც დედის მხრიდანაა ალის შთამომავალი, ატარებენ ზედწოდებას მირზა გადმოცემით, ალი იყო ერთ-ერთი პირვლთაგანი, ვინც მიიღო ისლამი. თაბუკის ბრძოლის გარდა, ყველა ბრძოლაში მიიღო მან მონაწილეობა და იყო მედროშე. უჰუდის ბრძოლის წინ მუჰამედმა მას გადასცა ხმალი, სახელად ზულფიყარი -(ذو الفقار‎ ის, რაც სჩეხს ხეს ერთი მოქნევით). როდესაც უჰუდის ბრძოლაში მუსლიმები დამარცხდნენ და უკან დახიეს, ხოლო ალი ბოლომდე იბრძოდა, მუჰამედმა სთქვა: “[ჯერჯერობით] არ არიან მამაცები გარდა ალისა და არ არის ხმალი გარდა ზულფიყარისა”. ამ ფრაზამ დიდი გავრცელება ჰპოვა შიიტებში და მოვიდა ჩვენამდე როგორც إلا علي لا سيف إلا ذو الفقار‎. (ლა ფაჰტა ილლა ალი ვა ლა საიფ ილლა ზულფიყარ) არა არს გმირი გარდა ალისა და არა არს ხმალი გარდა ზულფიყარისა ამის შემდეგ მრავალმა წელმა განვლო და ალი არჩეულ იქნა რაშიდად, ანუ ერთ-ერთად ალაჰის მიერ წინამძღოლად დასულ ხალიფათაგან. ხალიფად არჩევისას მან წარმოთქვა: “ალაჰის სახელით, სანამ ერთი პალმა მაინ სდგას მედინაში, მე საკუთარ თავს არ მივცემ ნებას აღემატებოდეს უბრალო ხალხის ღირსებას, და თუ ამის ნებას არ მივცემ ჩემს თავს, სხვას რომელს მოგცეთ?” მაშინ წამოდგა ერთ-ერთი დამსწრე და სთქვა – “შენ შავკანიან მუსლიმებთან გვადარებ და გვათანასწორებ?” ალიმ უპასუხა “არა გაქვს შენ რაიმე აღმატება შავკანიანზე, რადგან არა გარეგნობაში არის აღმატება, არამედ ღვთის რწმენასა და მორჩილებაში” ალის ხელისუფლება ცნო ერაყმა, იემენმა და არაბეთმა მექის გამოკლებით. სირიის მმართველმა მუავიამ უარი თქვა ალის დამორჩილებოდა, ხოლო მექაში ახალი ხალიფას წინააღმდეგ განწყობილი აიშა იმყოფებოდა, მუჰამედის ერთ-ერთი ცოლი მალე აიშა, თალაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰი და ალ-ზუბაირ იბნ ალ-ავამი, ალის სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად წავიდნენ ბასრაში, სადაც მოაწყვეს ალის საწინაღმდეგო აჯანყება. ალიმ შეაგროვა 12 ათასი ჯარისკაცი და დაამარცხა აჯანყებულები, თალჰა იბნ აბდ ალ-ლაჰი მოკლეს, ალ-ზუბაირ იბნ ალ-ავამმა და აიშამ თავი შეაფარეს სირიას, რომელსაც მუავია მართავდა 657 წლის იანვარში ალი, 50 ათასიანი არმიით გაემართა სირიისკენ, მაგრამ ხარაჯიტებმა დადეს ფიცი, რომ დაეხოცათ ყველა, ვინც შინაომში იყო ბრალდებული – მათ შორის მუავიაც და ალიც, ერთ დათქმულ დროს. ალის მოკვლა ითავა იბნ მუჯლამმა, ახალგაზრდა ფანატიკოსმა ხარიჯიტმა. მან წაიყვანა ორი სხვა ხარიჯიტი და 22 იანვარს ღამით, (რამაზანის თვეში) შეიპარნენ ალის ბანაკში. დილით ალიმ ყველა გააღვიძა სალოცავად, მათ შორის სამი ხარიჯიტიც. როდესაც ალი და სხვანი ლოცულობდნენ, ხარიჯიტები თავს დაესხნენ მას და დაჭრეს. იბნ მუჯლამი შეიპყრეს, მეორე მისი თანამზრახველი მოკლეს, ხოლო მესამემ მოასწრო დამალვა იბნ მუჯლამის ხმალი მოწამლული იყო, ამიტომ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და 23 იანვარს განთიადზე ალი გარდაიცვალა. დაკრძალეს იგი ქუფასთან ახლოს, სადაც მის საფლავზე აღმართეს სალოცავი. ეს მიიჩნევა ქალაქ ნაჯაფის დაარსების მიზეზად.
 
== იხილეთ აგრეთვე ==