საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 169:
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, [[კავკასია]]ში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება [[შავი ზღვა]], ჩრდილოეთით — [[რუსეთის ფედერაცია]], სამხრეთ-აღმოსავლეთით — [[აზერბაიჯანი]], სამხრეთით — [[სომხეთი]] და [[თურქეთი]].
 
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი [[აბრეშუმის გზა]].
 
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო [[ბოსფორის სრუტე|ბოსფორისა]] და [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] [[სრუტე]]ებით - [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზის ქვეყნებს; [[გიბრალტარის სრუტე|გიბრალტარის სრუტით]] შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე [[დუნაი]]ს მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
 
საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.
ხაზი 188:
* ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[ყუმა-მანიჩის ღრმული|ყუმა-მანიჩის ღრმულზე]] გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.
* ბ) ძვ. წ. V საუკუნეში მცხოვრები ბერძენი [[ისტორია|ისტორიკოსი]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფი]] [[ჰეროდოტე]] ევროპასა და აზიას შორის საზღვარს [[მდინარე]]ებზე — [[რიონი|რიონსა]] და [[მტკვარი|მტკვარზე]] ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი [[ევროპა]]ში ხვდება, ნაწილი კი — [[აზია]]ში.
* გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს, [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ ([[თურქეთი|თურქეთთან]] და [[ირანი|ირანთან]]), მაშინ საქართველო და მთლიანად [[კავკასია]] ევროპაში ხვდება.
* დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]] ჭარბობს (კავკასიის [[ბუნება]] ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.
* ე) ისტორიის, ტრადიციებისა და [[რელიგია|რელიგიის]] გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.
ხაზი 238:
 
* '''დედაქალაქი''': [[თბილისი]].
* '''სახელმწიფო ენა''': [[ქართული ენა|ქართული]], აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე [[აფხაზური ენა|აფხაზური]].
* '''ეროვნული დღესასწაული''': [[26 მაისი]] სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ([[1991]] წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]], საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70-წლიანი ყოფნის შემდეგ, იმავე წლის [[31 მარტი]]ს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ]] მიიღო [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]), [[9 აპრილი]] საქართველოს ეროვნული ერთიანობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, [[14 აპრილი]] [[თბილისის დემონსტრაციები (1978)|დედაენის დღე]].
* ''' ძირითადი პოლიტიკური პარტიები''' (ანბანურ რიგზე):
: [[გირჩი (პოლიტიკური პარტია)|გირჩი]]
ხაზი 249:
: [[თავისუფალი საქართველო (პარტია)|თავისუფალი საქართველო]]
: [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს]]
: [[დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო|დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო]]
: [[საქართველოს მწვანეთა პარტია]]
: [[საქართველოს კონსერვატიული პარტია]]
ხაზი 328:
{{მთავარი|საქართველოს დემოგრაფია}}
[[ფაილი:საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე (2014).svg|275px|მინი|საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე]]
ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. [[პავლე ინგოროყვა]]ს ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.<ref>''ინგოროყვა პ.'' „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990</ref> საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველი რესპუბლიკის]] წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში [[1926]] წელს ჩატარდა, უკანასკნელი [[1989]] წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში.
 
{| class="wikitable" style="text-align:right"
ხაზი 358:
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ასეთია: [[ქართველები]] — 86,8 % {{ზრდა}}, [[აზერბაიჯანელები]] — 6,3 % {{კლება}}, [[სომხები]] — 4,5 % {{კლება}}, [[რუსები]] — 0,7 % {{კლება}}, [[ოსები]] — 0,4 % {{კლება}}, [[იეზიდები]] — 0,3 % {{კლება}}, [[უკრაინელები]] — 0,2 % {{უცვლელი}}, [[ქისტები]] — 0,2 % {{უცვლელი}}, [[ბერძნები]] — 0,1 % {{კლება}}, [[ასირიელები]] — 0,1 %, სხვა 0,4 %;
 
* '''რელიგიური შემადგენლობა''' (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ქრისტიანები]] — 84,00 %, [[ისლამი|მუსლიმანები]] — 9,9 %, [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომეხი გრიგორიანელები]] — 3,9 %, [[კათოლიციზმი|კათოლიკეები]] — 0,8 %, [[იეზიდიზმი|იეზიდები]] 0,4 %, [[იუდაიზმი|იუდეველები]] — 0,1 %, [[აღმოსავლეთის ასურული ეკლესია|ნესტერიანელები]] – 0,1 % და სხვები.
 
(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი ქრისტიანები]] — 83,4 % {{კლება}}, [[ისლამი|მუსლიმანები]] — 10,7 % {{ზრდა}}, [[სომხური სამოციქულო ეკლესია|სომეხი გრიგორიანელები]] — 2,9 % {{კლება}}, [[კათოლიციზმი|კათოლიკეები]] — 0,5 % {{კლება}}, [[იეჰოვას მოწმეები]] 0,3 %, [[იეზიდიზმი|იეზიდები]] 0,2 % {{კლება}}, [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]] — 0,1 %, [[იუდაიზმი|იუდეველები]] — 0,0 % {{კლება}}, სხვა 0,0 %, [[ათეიზმი|ათეისტები]] – 0,5 %.
 
===ურბანიზაცია===
ხაზი 440:
საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
 
აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები — მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.
 
დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი — ფაცხა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველო“-დან