შალვა თევზაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''შალვა თევზაძე''', იგივე '''სანდრო იბერიელი''', ({{lang-tr|Şanver Akın}}; დ. [[16 მარტი]], [[1945]], [[სინოპი]]ს ვილაეთი, [[აიანჯიკი]]ს (Ayancık) რაიონი, სოფელსოფელი მესტანი (Mestan) — [[ჟურნალისტი]], მწერალი, ისტორიული გამოკვლევების ავტორი.
 
==ბიოგრაფია==
 
შალვა თევზაძე, იგივე შანვერ აქინი დაიბადა [[აიანჯიკი]]ს ერთ-ერთ ქართულ სოფელში, [[1877]]-78[[1878]] წლების [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს ოსმალეთში [[მუჰაჯირობა|გადასახლებულ]] ქართულ ოჯახში, [[1945]] წელს.
 
[[1965]] წელს საცხოვრებლად [[შვედეთი|შვედეთში]] გადავიდა. [[სტოკჰოლმისტოკჰოლმის უნივერსიტეტი|სტოკჰოლმის უნივერსიტეტში]]ს უნივერსიტეტში პედაგოგიკასა და [[სკანდინავური ენები|სკანდინავურ ენებს]] ეუფლებოდა. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი ({{lang-sv|Lärarhögskolan}}). მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში.
 
ქართული კულტურით დაინტერესების შემდეგ კონტაქტი დაამყარა პარიზელ ქართველებთან ([[1969]]). მას შემდეგ, რაც გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ („რესპუბლიკა“), რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა მასალას აგზავნიდა ხოლმე, წიგნის, „გურჯისტანის“ ({{lang-tr|''Gürcüstan''}}, 1968), რეკლამას წააწყდა, [[აჰმედ ოზქანი|აჰმედ ოზქანთან]] მიწერ-მოწერა დაიწყო. მოგვიანებით [[ჰაირი ჰაირიოღლუ]] გაიცნო.
 
[[1973]] წელს თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის მოამზადა [[ქართული ენა|ქართული ენის]] მოკლე სახელმძღვანელო. გამოსცა ჟურნალ [[ჩვენებური (ჟურნალი)|ჩვენებურის]] ([[1977]]-79[[1979]]) პირველი ხუთი ნომერი. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი (ერთდროულად მოიცავდა მე-6 და მე-7 ნომრებს) [[სტამბოლი|სტამბოლში]] [[აჰმედ ოზქანი]]ს მიერაა გამოცემული.
 
შანვერ აქინი, რომელიც ქართულად შალვა თევზაძის სახელსა და გვარს იყენებდა, [[1991]] წელს [[შვედური ენა|შვედურ]] და [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] ენებზე გამოსცემდა ჟურნალს ''Nyeter„Nyeter från Georgien''Georgien“ („სიახლეები საქართველოდან“) და ''News„News from Georgian Republic''Republic„, მაგრამ ამ გამოცემების სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა. შანვერ აქინს საკუთრი წიგნები გამოცემული აქვს სანდრო იბერიელის ფსევდონიმით.
 
== ნამუშევრები ==
ხაზი 28:
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/230386 „ჩვენებური N1, 1977"]
* [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/230285 "ჩვენებური = Çveneburi"]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT: თევზაძე, შალვა}}
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:თურქი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 16 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1945]]
[[კატეგორია:ქართველები უცხოეთში]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_თევზაძე“-დან