პოლაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 15 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q149234
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Племена-бодричей-и-лютичей.png|250px|მინიატიურა|პოლაბები განსახლების არეალი]]
'''პოლაბები''', '''პოლაბელი ო ლ ა ბ ე ლ ი ს ლ ა ვ ე ბ ისლავები''' — დასავლელ სლავთა ტომების დიდი ჯგუფი, ახ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და II ათასწლეულის დასაწყისში ცხოვრობდნენ მდინარე [[ელბა (მდინარე)|ლაბიდან]] და მის შენაკად [[ზაალე|სალიდან]] (დასავლეთით) მდინარე [[ოდერი|ოდრამდე]] (აღმოსავლეთით), მადნეულის მთებიდან (სამხრეთით) [[ბალტიის ზღვა]]მდე (ჩრდილოეთით) გადაჭიმულ ტერიტორიაზე.
 
ცნობილია პოლაბების სამი ტომობრივი ჯგუფი: [[ლუჟიცელები|ლუჟიცელი სერბები]], [[ლუტიჩები]] (ველეტები), [[ბოდრიჩები]] (ობოდრიტები). [[X საუკუნე]]ში პოლაბები გერმანელმა ფეოდალებმა დაიმორჩილეს. დაპყრობილ მიწა-წყალზე შექმნეს სამხედრო ოლქები (მარკები). მათ შორის კათოლიკე მისიონრებმა გაავრცელეს ქრისტიანობა. [[983]] და [[1002]] წლების დიდ აჯანყებათა შედეგად პოლაბების მეტი ნაწილი (გარდა ლუჟიცელი სერბებისა) გათავისუფლდა გერმანელთა ბატონობისაგან. [[XII საუკუნე]]ში პოლაბების ბრძოლას გერმანული აგრესიის წინააღმდეგ სათავეში ედგა ბოდრიჩების მთავარი [[ნიკლოტი]] (გერმანული აგრესიის ორგანიზატორები იყვნენ [[ჰაინრიხ ლომი]] და [[ალბრეხტ დათვი]]). [[1147]] წელს [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობა]] სლავთა წინააღმდეგ უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ 50-60-იან წლებში გერმანელმა ფეოდალებმა ისარგებლეს პოლაბების დაქსაქსულობით და დაიპყრეს მათი უკანასკნელი თავისუფალი ტერიტორია. ლუტიჩების მიწა-წყალზე შეიქმნა [[ბრანდენბურგის სამარკგრაფო]], ბოდრიჩებისაზე – [[მეკლენბურგის სამთავრო]]. შემდეგში პოლაბების უმეტესი ნაწილი გაგერმანელდა, ნაწილი განადგურდა. კულტურული და ეთნიკური თვითმყოფადობა მხოლოდ ლუჟიცელებმა შეინარჩუნეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლაბები“-დან