[[ფაილი:JulianusII-antioch(360-363)-CNG.jpg|thumb|იულიანეს გამოსახულება მონეტაზე]]
'''ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი''' (დ. [[331]] -— გ. [[26 ივნისი]], [[363]]) — [[რომის იმპერატორი]] [[361]]-–[[363]] წლებში. იგი განუდგა [[ქრისტიანობა]]ს და სცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინება, რის გამოც „განდგომილად“ იყო წოდებული. თავდაპირველად იულიანე დასახელებული იყო „კეისრად“ თავისი ბიძაშვილის –— კონსტანციუს II-ის მიერ. იგი მართავდა დასავლეთ მიწებს. აღადგინა საზღვარი რეინზე. არმიის მიერ იულიანე დასახელებული იქნა „ავგუსტუსად“ – უფროს იმპერატორად. [[კონსტანციუს II]]-მ მხოლოდ [[361]] წელს, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა იულიანე თავის მემკვიდრედ. იულიანემ გამოაცხადა რწმენის თავისუფლება, რითაც იგი ფაქტობრივად განუდგა [[ქრისტიანობა]]ს და წარმართობას, [[კერპთაყვანისმცემლობა]]ს დაუბრუნდა. აქედან მოდის მისი მეტსახელიც –— „განდგომილი“. თუმცა მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა –— „ფილოსოფოსი“. იულიანეს სურდა [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] პოზიციების განმტკიცება აღმოსავლეთში. ამიტომ მან სამხედრო კამპანია წამოიწყო [[სპარსეთი]]ს წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა, იმპერატორი იულიანე მოკლული იქნა უკანდახევის დროს ქალაქ [[ბაღდადი|ბაღდადთან]] ახლოს.