იასაული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იასაული''' ([[თურქ.]] {{lang-tr|— ბრძანების აღმსრულებელი}}), მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ [[საქართველო]]ში. მიეკუთვნებოდა ე. წ. [[არგნოსანი|ხელჯოხიანთა ჯგუფს]]. შეიცვალა გაერთიანებული საქართველოს დროინდელი [[მანდატური]] და არგნოსანი. საკუთრივ სააღმსრულებლო საქმის გარდა იასაულს გამოკვლევა-გამოძიების დავალებაც ეძლეოდა. მასვე განაწესებდნენ გამოსაღებთა ამკრეფ-გადამხდევინებლად და სამეფო სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამდეგადაც. [[დასტურლამალი]]თ ცნობილია სამეფო იასაულების 2 დასი — ეშიკაღასბაშისა (23 კაცი) და ქარხნის ანუ საწყობის [[ნაზირი]]ს სახელოსი (17 კაცი); იასაულები სხვა სახელოებშიაც (სალაროში, დავთარხანაში) იყცნენ. არსებობდა სადედოფლო იასაულების დასიც (17 იასაული). თვითონ იასაულების გარდა იასაულობა, დაინტერესებული პირის თხოვნითვე, ზოგჯერ სხვა, უფრო გავლენიან მოხელესა თუ დიდ ფეოდალსაც ეკისრებოდა.
 
*საქართველოს [[რუსეთი|რუსეთთან]] შეერთების შემდეგ — საქალაქო [[პოლიცია|პოლიციის]] მოხელე. [[გორი|გორში]], [[დუშეთი|დუშეთში]], [[თელავი|თელავსა]] და [[სიღნაღი|სიღნაღში]] განაწესებული იყო თითო-თითო იასაული, ხოლო [[თბილისი|თბილისში]] — ოთხი. შეუსატყვისებოდა უბნის პოლიციის უფროსს რუსეთის ქალაქებში.
ხაზი 6:
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|62|ფურცელაძე დ.}}
* ''ფურცელაძე დ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 62, თბ., 1980
 
[[კატეგორია:ფეოდალური საქართველო]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იასაული“-დან