გურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
{{ციტატა|ხოლო გურია არა წილი [[ეგროსი]]სა არს, არამედ [[ქართლოსი]]სა, გარნა ოდეს გამეფდა [[ლეონ II|ლეონ]] აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება [[ოძრხის საერისთავო|ოძრახოს ერისთავისა]], რომელნი იყვნენ ძენი [[სტეფანოზ IV|სტეფანოზ ბაგრატიონი]]სანი, [[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასე]] და ძე მისი [[აშოტ I დიდი|აშოტ]] ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“, და ენა მათი, რომელსა უბნობენ — მესხური და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა [[ფერსათი (მთა)|ფარსათი]], [[სამცხე]]-გურიას შორისი და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოს]] შორისი; სამჴრით — [[ჭოროხი]]ს მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, [[აჭარა]]-გურიას შორისი, ჩრდილოთ — [[რიონი]], გურია-[[ოდიში|ოდიშს]] შორისი, და დასავლით — [[შავი ზღვა]]. ხოლო რიონის თვალზედ, სამჴრეთის კიდესა ზედა, არს [[ფოთის ციხე]], რომელი აღაშენეს ოსმალთა წელსა ჩღკე, ქართულსა უიგ(413), ნავსადგურობისათვის. და დგანან მუნ მჯდომარის ფაშით. აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე, და ამ [[ფოთი]]ს აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს [[ლანჩხუთი|ლანჩქუთი]]. ამ ლანჩქუთის სამჴრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად, და სადაცა დასწყდების მთა ესე, არს ამ მთის მაღალსა თხემსა ზედა ეკლესია [[ჯუმათის მონასტერი|ჯუმათს]], დიდი გუნბათიანი, დიდ-შენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა. არამედ ზამთარ არს გაუძლისი და ზაფხულ საამო მშვენი, კეთილ ჰაოვანი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი [[სუფსა|სუფსეის]] მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა. და არს მთა ესე ჯუმათისა ტყიანი, შენობა-დაბნებიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინველიანი. კვალად ფოთის სამჴრით, ზღვის კიდეზე, არს ტბა [[პალიასტომი]]სა, დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღვას მდინარე ამისივე. აქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსუენებისათვის. იპყრობის თევზნი სხვა და სხვანი მას შინა ურიცხვნი. ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კუალად ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამხრით დის მდინარე სუფსეი, გამომდინარე სამცხე-გურიის შუას მთისა, მომდინარე [[ბახვისწყალი|ბახვის-წყლამდე]] ჩდილოს და დასავლეთს შუა, ბახვის-წყლიდამ ზღვამდე - აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. არს მდინარე კარგი და თევზიანი. ბახვის-წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა. სამჴრითკენ, მას ზეით ჴეობა [[სურები (ძველი სახელწოდება)|სურები]], ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი. მოსაჴლენი მჴნენი. სუფსეის სამჴრით და [[ბაილეთი]]ს ჩდილოთ არს [[გურიანთა]]ს ციხე კლდე-გორასა ზედა შენი. ამის სამჴრით დის აკეთ-ბაილეთის წყალი. გამოსდის [[სურები]]ს მთას, მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. ამ მთის ძირში არს [[ასკანის ციხე|ციხე ასკანისა]]. ამისვე სამჴრით, მთის ძირში არს [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედი]], ეკლესია დიდ-შენი, გუნბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო, აწ არს საეპისკოპოზო. ზის ეფისკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა. აქა დის მცირე მდინარე, გამოსდის სურებსა და ხინოს შუას მთას და დის გრეხით, მიერთვის ხინოს-წყალს ჩდილოდამ. ამ წყალზედ, შემოქმედს ქვეით, არს [[ოზურგეთი]], სასახლე დიდ-შენი, კეთილ პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი [[სომეხი|სომეხ]]-ურიანი და ვაჭრობენ. ამ ოზურგეთის სამჴრით დის მდინარე ხინოსი, გამომდინარე აჭარა-გურიის მთისა. მოდის აღმოსავალ-სამჴრეთს შუადამ, ჩრდილო-დასავლეთს შუა [[ლიხაურის ციხე|ლეხურის ციხე]]მდე. მერმე დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მიერთვის ზღვას აღმოსავლიდამ. ამ მდინარესა და შემოქმედს შუა არს ციხე ლეხურისა, მთის ძირს. და მას ზეით მთაში, ამ წყალზედ ჴეობა ხინოსი არს მაგარი და მთებრი, არამედ ვენახ ხილიანი და მოსავლიანი. აქა ხინოს არს [[ხინოწმინდა|ეკლესია]] გუნბათიანი კეთილ დიდ-შენი, კარგ ადგილს, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ხინოსწყლის სამჴრეთისა ჭოროხამდე. არამედ გურია იყო სრულიად ქუთათლის სამწყსო, ხოლო შემდგომად განყოფისა სამეფოთა, გურიელთაგან დაიდგინნენ სამნივე ესე ეპისკოპოზნი თჳსისა დიდებისათვის. ამ ხინოს მდინარის სამჴრით, მთის ძირს არს აჭვს ციხე კარგი. და ხინოს მდინარის შესართავთან ზღვაზედ არს [[ალამბარი]], სასახლი, შენი გურიელთა, ფრიად შუენიერს ადგილს. კვალად ალამბარისა და აჭვის სამჴრით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო-აჭარის მთასა, მოდის დასავლით, მიერთის ზღვასაეგრეთვე. ზღვის პირს, ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი. ამის სამჴრით დის ჩაქვის-წყალი. გამოსდის აჭარის მთას, მოდის დასავლით, ერთვის ზღვას სხვებრთაებრ. ამ წყალზე, ზღვის კიდეს, არს [[პეტრას ციხე|ციხე ქაჯეთისა]], მაღალი, მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. აქუს გვირაბი კლდე გამოკვეთილი გზად. ამას ზეით არს ამ წყალზე [[ჩაქვი]]. და ამ ჩაქვის სამჴრით დის ჭოროხის მდინარე. ზღვის შესართავზედ და ჭოროხის ჩრდილოთ კიდურზედ არს [[ბათუმი|ბათომი]], მცირე ქალაქი და ციხე კარგი. აწ უპყრავთ ოსმალთა. ამას ზეით, ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესა ზედა, არს [[ერგე]], და ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს [[გონიოს ციხე|გონია]], მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს [[ქორონიკონი|ქორონიკონსა]] ჩფმზ, ქართულსა სლე (235). ხოლო სიგრძე გურიისა არს სამცხის მთის თხემიდამ ზღვამდე და განი — ჭოროხიდან რიონამდე. ჰავით არს კეთილი და მშვენი, ზაფხულის ცხელი, წვიმიანი, სოელი, ნოტიო. ზამთარი თბილი, დიდ-თოვლიანი, ვიტარცა იმერეთი, და უყივნო, მთა-გორიანი, აგარაკიანი, ტყიანი და მცირე ველოვანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალი. კვალად [[აბრეშუმი]], [[ბამბა|ბანბა]] არ ეგდენ. ცხოვარნი მცირედ. სხვა პირუტყვნი, თჳნიერ აქლემისა, ჯოგად, მროწლედ, მრავალნი და მძოვარნი ზამთარ-ზაფხულს უმწყემსოთ. ფრინველნი მრავალნი, ხილნი მრავალნი. და ბათომს, გონიას და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმო, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი და ზღვის კიდესაცა. ვენახნი მაღლარნი, ღვინო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან სუნიანი მრავლად. არამედ მდინარეთა წოდებანი არღარა დავსწერეთ, ვინათგან თჳსავე სახელი აუწყებენ დაბებთაგან... განა გურიელს ეპყრა ოდესმე აჭარა, [[ჭანეთი]], არამედ არს სამცხისა. ამისთვის მუნვე დავსწერეთ. ხოლო კაცნი და ქალნი მზგავსნი [[იმერლები|იმერთა]] ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა, სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე შვენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილი, ენა ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით მესხთაებრ, არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემართულნი, უქურდალნი, უავაზაკონი, სტუმრის მოყვარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულ-წყნარნი<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 317-324</ref>.}}
 
იქედან გამომდინარე, რომ ძველად მდინარე რიონი ფოთის ციხის გარშემო ქმნიდა ე. წ. „რიონის თვალს“, რომლის ერთი განტოტება ჩადიოდა [[პალიასტომის ტბა]]ში რომლის ძველი ნაპირები დღესაც შეიმჩნევა, ისევე როგორც მასში ჩამდინარე მდინარის ძარღვი, ამდენად შესაძლებელია იმის ვარაუდი რომ ისტორიული გურია მოიცავდა ამჟამინდელი [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]], [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთის]], [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის]] და [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ [[სამტრედიის მუნიციპალიტეტი|სამტრედიის]], [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი|ხელვაჩაურის]], [[აბაშის მუნიციპალიტეტი|აბაშის]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის]], [[ხობის მუნიციპალიტეტი|ხობის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
 
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს [[რიონი|რიონსა]] და [[სუფსა (მდინარე)|სუფსას]] შორის), ქვემო გურია (მხარე [[ჭოროხი|ჭოროხსა]] და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის) და შუა გურია (ტერიტორია [[ჩოლოქი|ჩოლოქსა]] და [[სუფსა (მდინარე)|სუფსას]] შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: [[ჯუმათის ეკლესია|ჯუმათის]] (ზემო გურია), [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]] (შუა გურია) და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო|ხინოწმინდის]] (ქვემო გურია).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურია“-დან