მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|იოსები}}
'''იოსები''' (გ. 13 მაისი/[[24 მაისი]] [ძვ. სტ. 13 მაისი], [[1776]]) — [[დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები|დასავლეთ საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1769]]-[[1776]] წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლიტი [[1745]]-[[1776]] წლებში, იმერთა მეფის [[ალექსანდრე V]]-ის ძე, [[სოლომონ I]]-ის უფროსი ძმა.
 
კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. [[1760]] წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. [[1771]]-[[1773]] წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა [[კაცია II დადიანი | კაცია II დადიანთან]] ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|203|ლომინაძე ბ.}}
*''ლომინაძე ბ''., ქსე, ტ. 5, გვ. 203, თბ., 1980
 
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადების წელი უცნობია]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 24 მაისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1776]]
[[კატეგორია:იმერეთის სამეფოს ბაგრატიონები]]