გნოსტიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გნოსტიციზმი''' ({{lang-grc|γνωστικός}}, gnōstikos — შემმეცნებელი, მცოდნე) — ად...
 
No edit summary
ხაზი 10:
* [[მანდეიზმი]] (არამეულად მანდაგნოსის) და სემიტურ-ბაბილონურ ნიადაგზე დამოუკიდებლად განვითარებული გნოსტიციზმი. ჩვენ დრომდე შემორჩენილია ერთადერთი გნოსტიკური სექტა [[ერაყი|ერაყში]].
 
გნოსტიციზმის მთავარი ტენდენციაა, შექმნას ისეთი მოძღვრება, რომელიც გააერთიანებს ქრისტიანობას, წარმართობასა და იუდაიზმს; აღემატება მათ და დაემყარება ფილოსოფიურ საფუძველს. გნოსტიციზმის ძირითადი იდეაა ღმერთის ბუნებიდან ყველა სულიერი არსების გამომდინარეობა ([[ემანაცია]]). ღმერთი მოიაზრება როგორც „ყოფიერების სისრულე“, [[პლერომა]], სადაც ემანაციის ყოველი მომდევნო საფეხური, მსგავსად ნეოპლატონიზმისა, ნაკლებად სრულყოფილია, ვიდრე წინამორბედი; საბოლოო მიზანი კი ყოველი სულიერი არსების ღვთაების წიაღში დაბრუნებაა (მონანიება). ამგვარად, გნოსტიკოსებს, უპირატესად, სჯეროდათ ერთიანი, მიზანშეწონილი სამყაროს არსებობისა, რომელიც იხსნის არა ყველა არსებას, არამედ მხოლოდ „გონით“ ადამიანებს, „პნევმატიკოსებს“. მატერია გნოსტიკოსებისათვის ბოროტებაა, ცოდვის წყაროა, რ-იცრომელიც უნდა გადაილახოს. [[იესო ქრისტე|ქრისტე]] არის მხსნელი, მაგრამ მის გზას მხოლოდ „პნევმატიკოსები“ მიჰყვებიან. „სულის“ ადამიანები მხოლოდ რწმენას აღწევენ, შემეცნება მათთვის უცხოა. „ხორცის“ ადამიანები კი გრძნობიერების ტყვეობაში რჩებიან.
 
გნოსტიციზმმა გავლენა მოახდინა არაორთოდოქსულ ქრისტიანულ [[მისტიკა|მისტიკაზე]] (მაგ., [[იაკობ ბოემე]], [[ფრანც ქსავერ ფონ ბაადერი]], [[გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი]]), [[ანთროპოსოფია|ანთროპოსოფიასა]] და [[თეოსოფია|თეოსოფიაზე]]. გარკვეულ გნოსტიკურ იდეებს ავითარებდნენ: რუსი ფილოსოფოსი [[ვლადიმერ სოლოვიოვი]] და გერმანელი [[ლეოპოლდ ციგლერი]]. საქართველოში გნოსტიკურ პრობლემატიკაზე მუშაობდა [[მოსე გოგიბერიძე]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გნოსტიციზმი“-დან