ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
212.58.120.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 27:
[[1922]] წელს სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. იყო [[გიორგი გაბაშვილი (მხატვარი)|გ. გაბაშვილის]] მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, [[კოლაროსის აკადემია]]ში ([[1922]]–[[1927]]). [[1927]] წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
 
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ([[1924]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ([[1924]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ ([[1926]], კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ ([[1926]], საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ ([[1927]], კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ ([[1954]]), „იმერეთი“ ([[1956]], ორივე საქართველოს სურათების გალერეა, [[თბილისი]]), „შემოდგომა“ ([[1959]], კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
 
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა [[1928]]-იდან დაიწყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრში]] ([[ქუთაისი]]) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 [[სპექტაკლი]], როგორც [[თბილისი]]ს და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.