გარემოს დაბინძურება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 87.253.50.121 ცვლილებების გაუქმება (№3499166)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:AlfedPalmersmokestacks.jpg|thumb|ჰაერის დაბინძურება [[მეორე მსოფლიო ომი]]დან იარაღის წარმოების დროს [[ალაბამა]]ში, [[1942]]]]
'''დაბინძურება''' — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და [[ნიადაგი|ნიადაგსაც]].
 
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ [[ლონდონი]]ს თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
 
== ჰაერის დაბინძურება ==
[[ფაილი:Air-pollution-taiwan.JPG|thumb|ჰაერის დაბინძურება [[ტაივანი|ტაივანში]]]]
 
[[ფაბრიკა-ქარხნები]], [[ელექროსადგური|ელექტროსადგურები]] და [[ავტომანქანა|ავტომანქანები]] უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება [[მჟავური წვიმა|მჟავურ წვიმებს]] იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. [[ოზონი]] [[აირი]]ა რომელიც [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება [[ჟანგბადი]]საგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და [[ფრეონი]] ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და [[აეროზოლი|აეროზოლები]] შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.
 
== წყლის დაბინძურება ==
მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც [[თევზი|თევზები]] და [[წყლის მცენარეები]] იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და [[პესტიციდი|პესტიციდებს]], რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კოშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი.
 
== ნიადაგის დაბინძურება ==
[[ფაილი:Litter.JPG|thumb|[[ნაგავი|ნაგვის]] პრობლემბა [[გაიანა]]ს სანაპიროზე, 2010]]