ავთანდილ ჯორბენაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ავთანფილ ქრისტეფორეს ძე ჯორბენაძე''' (დ. 31 ოქტომბერი 1951, ლანჩხ...
(განსხვავება არ არის)

11:49, 7 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ავთანფილ ქრისტეფორეს ძე ჯორბენაძე (დ. 31 ოქტომბერი 1951, ლანჩხუთი) - ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია

ავთანდილ ქრისტეფორეს ძე ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს ქ. ლანჩხუთში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში - 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში - სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1986 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგი-თერაპევტი; 1986-1992 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის I მოადგილე და უფროსი. 1992 წლიდან 1993 წლის მარტამდე საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე. 1993 წლის მარტყიდან 1993 წლის 27 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 27 ოქტომბრიდან 1999 წლის საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; 1999 წლიდან 2001 წლის 21 დეკემბრამდე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 21 დეკემბრიდან 2003 წლის 25 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში