საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 180:
ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები.
 
[[სტალინი]]ს მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე. წ. „[[გულაგი|გულაგში]]<nowiki/>“ გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-[[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკები]]).
 
ასევე [[შუააზია|შუააზიის]] რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად [[ისლამი|მუსლიმები]] ცხოვრობდნენ, [[მეჩეთი|მეჩეთების]] უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.
 
1925 წელს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი [[ტიხონი]] გარდაიცვალა, ეკლესიას არ მისცეს სხვა პატრიარქის არჩევის უფლება. ამას მოჰყვა თავდასხმა რელიგიაზე, რასაც შედეგად ეკლესიების შენობათა უმეტესობის დანგრევა თუ საერო საქმეებისთვის მათი გადაკეთება მოჰყვა. მღვდლებს შრომა-გასწორების კოლონიებისკენ უკრეს თავი, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა. „იოსებ სტალინის მმართველობის დროს 20-იანი წლების დასასრულსა და 30-იან წლებში, — ნათქვამია ენციკლოპედია „[[ბრიტანიკაში]]<nowiki/>“, — ეკლესია სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამ დევნისას ათასობით ადამიანი დახოცეს. 1939 წლისთვის მხოლოდ სამ თუ ოთხ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს შეეძლო ოფიციალურად მსახურება, 100 ეკლესიას კი — ფუნქციონირება“.
 
გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად [[ბაიკალის ტბა|ტბა ბაიკალის]] სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ [[ბუდიზმი|ბუდისტები]] და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.
ხაზი 261:
[[კომუნიზმი|კომუნისტური]] თეორიების მიხედვით ინდივიდუალური [[კაპიტალი]]ს ქონა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დაუშვებელი იყო.
 
[[1921]] წელს [[ლენინი]]ს მიერ მცირე ხნით „[[ახალი ეკონომიკური პოლიტიკა|ახალი ეკონომიკური პოლიტიკის]]<nowiki/>“ (რუსულად: НЭП) შემოღების შემდეგ, რომლის დროსაც გარკვეულ წილად დაიშვა კერძო კაპიტალური საკუთრება, ძალიან მალე ლენინმავე ყველა სახის [[ინდუსტრია|ინდუსტრიული]] საკუთრება და მიწა — ფორმალურად სახალხო საკუთრებად, სინამდვილეში კი – სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამით საბჭოთა ხელისუფლება კომუნისტური წესწყობილების შემოღებით თავად ერთადერთი და უკონკურენტო [[კაპიტალიზმი|კაპიტალისტი]] გახდა.
 
მოქალაქის კერძო საკუთრებად მხოლოდ მისი პირადი და აუცილებელი ნივთები გამოცხადდა.
ხაზი 291:
მოსახლეობაში კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის გასაძლიერებლად ჩატარდა მასობრივი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა მასებში.
 
რევოლუციისა და სამოქალაქო ომის ([[1917]]–[[1921]]) მოწინააღმდეგეებთან (ე. წ. კონტრრევოლუციონერებთან) ბრძოლის შედეგად სახელმწიფოში კატასტროფული ეკონომიკური სიტუაცია სუფევდა. ამ კრიზისის დასაძლევად მთავრობამ ე. წ. „[[სამხედრო კომუნიზმი]]<nowiki/>“ შემოიღო, რომელიც გლეხის ძარცვასა და მუშის აბსოლუტურ ექსპლუატაციაში გამოიხატა.
 
=== 1924–1939: სტალინის ტერორი ===
ხაზი 338:
[[1939]] წლის [[30 ნოემბერი|30 ნოემბრიდან]] სსრკ ომობდა [[ფინეთი|ფინეთთან]], რომელსაც მან [[კარელია]] წაართვა და იგი, როგორც „[[კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]]“ შემოიერთა. ამის გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი [[ერთა ლიგა|ერთა ლიგიდან]] გააძევეს.
 
[[1940]] წლის [[ივნისი|ივნისში]] მან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთის ნაწილი „[[ბესარაბია]]<nowiki/>“ (შემდგომში [[მოლდავეთის სსრ]]) და [[ბუკოვინა]] დაიპყრო.
 
[[1941]] წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] [[ნაცისტური გერმანია]] საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. ამ დღიდან საბჭოთა ხალხს თავისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა და მისთვის ე.წ. [[დიდი სამამულო ომი]] ([[1941]]–[[1945]]) დაიწყო.
ხაზი 403:
მოკავშირე რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
 
საბოლოოდ, [[1991]] წლის [[8 დეკემბერი|8 დეკემბერს]] საბჭოთა კავშირის დაშლა გადაწყდა. დარჩა 15 სუვერენული (დამოუკიდებელი) სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ ახალ გაერთიანებაში – '''დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში''' („[[დსთ]]<nowiki/>“) შევიდა.
 
სსრკ-ის საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ დაიკისრა (მოგვიანებით [[რუსეთის ფედერაცია]]მ).