სალმან ხანი (მსახიობი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 92:
==პირადი ცხოვრება==
===კონფლიკტები===
90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანის დასაწყისშ სალმან ხანი რამდენიმე სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, რისთვისაც მედიამ მას ''Bad Boy No2'' შეარქვა (ზედმეტსახელი ''Bad Boy No1'' სალმანამდე მიიღო სხვა პოპულარულმა ინდოელმა მსახიობმა - [[სანჯატ დატი|სანჯატ დატმა]]). სწორედ ამ დროიდან სალმანი ატარებს ''ცუდი ბიჭის'' კნინობით სახელს.
* ფილმის ''Hum Saath-Saath Hain'' გადაღებისას, [[1998]] წელს სალმან ხანი და კიდევ ოთხი მსახიობი ბრაკონიერების ბრალდებით, [[გარნა]]ზე ნადირობის გამო დააკავეს. სასამართლო განხილვები ამ საკითხზე 14 წელი მიმდინარეობდა.
* ფილმის ''Chori Chori Chupke Chupke'' გამოსვლას ინდოეთში საპროტესტო აქციები და დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგანაც არსებობდა ეჭვი, რომ ფილმი ფინანსდებოდა ბხარატა შახის მაფიოზური კლანიდან. ამ მიზეზით ბევრმა კინოთეატრმა ფილმის ჩვენებაზე უარი განახადა, ხოლო მსახიობები და სხვა ფილმთან დაკავშირებული პირები ამ საკითხის გასარკვევად დაკითხვებზე დაჰყავდათ.
* [[2007]] წლის 19 სექტემბერს ისლამურმა ორგანიზაციამ ფეტვა გამოაცხადა სალმან ხანის წინააღმდეფ, რომელიც მუსლმანია და მონაწილეობა მიიღო ინდურ რელიგიურ დღესასწაულში განეშა-პუჯაში.
* [[2008]] წლის იანვარში მუფტმა დარულ იფტა სალომ ახმად კასიმმა სალმან ხანის წინააღმდეგ ფეტვა გამოსცა საკუთარი ქანდაკების [[მადამ ტიუსოს მუზეუმი|მადამ ტიუსოს მუზეუმში]] განთავსებასთან დაკავშირებით.
 
==ქველმოქმედება==
სალმან ხანი ბოლივუდელ ვარსკვლავებს შორის გამოირჩევა და ცნობილია საკუთარი ქველმოქმედებით. უკვე წლებია, რაც ის არც ისე ცოტა თანხას სწირავს კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და სულით ავადმყოფ ბავშვთა უზრულვესაყოფად.