მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
== ისტორია ==
{{მთავარი|ტაილანდის ისტორია}}
[[ფაილი:Bangkok skytrain sunset.jpg|thumb|250px|ბანგკოკი]]
ქვეყნის ისტორია სათავეს იღებს, მას შემდეგ, რაც [[1238]] წელს დაარსდა სახელმწიფო [[სუკოტაი]]. მისი მემკვიდრე იყო სახელმწიფო [[აიუთია]], რომელიც დაარსდა [[1350]] წელს და იარსება [[1767]] წლამდე. ტაილანდის კულტურაზე ძლიერი გავლენა იქონია [[ჩინეთი|ჩინეთმა]] და [[ინდოეთი|ინდოეთმა]]. [[XVIII საუკუნე]]ში სიამი განიცდის ბირმის ტერიტორიაზე მდებარე სახელწიფოებიდან თავდასხმას, რომელიც შეაჩერეს [[ტაქსინი (სიამი)|ტაქსინმა]] ([[1768]]-[[1782]] წწ.) და პრა ბუდჰა იოდფა ჩულალოკემ, რომელიც ტაქსინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის [[რამა I]]-ის ([[1782]]-[[1809]] წწ.) სახელით და აარსებს [[ჩაკრი]]ს დინასტიას. მისი მემკვიდრეების [[რამა IV]]-ისა ([[1851]]-[[1868]] წწ.) და [[რამა V]]-ის ([[1868]]-[[1910]] წწ.) წყალობით ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ ყოფილა კოლონიზებული, თუმცა ტაილანდი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთის სამი პროვინცია, რომლებიც შემდეგ შევიდნენ [[მალაიზია|მალაიზიის]] შემადგენლობაში, რაც გამოწვეული იყო [[დიდი ბრიტანეთი]]ს ინტერესებით.