საკეისრო კვეთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37:
წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურულ და სპინარულ ანესთეზიას როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას. ამ დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას.
 
დღეს ეპიდურული და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება გაუტკივარებისთვის როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. სპინალური გაუტკივარება ეფექტური, მარტივი და იაფია, მაგრამ შვდარებით ხანმოკლე, ამიტომ მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ეპიდურული გაუმტკივარება დაინერგა, მას თითქმის აღარავინ იყენებს. ეპიდერული ანესთეზია ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე სპინალური, მაგრამ იმდენად ეფექტურია, რომ შეიძლება, მეანობის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად ჩაითვალოს. მისი ეფექტურობა აღემატება 80%-ს და მშობიარეს თითქმის მთლიანად ათავისუფლებს ტკივილისგან. ეპიდერული ანესთეზია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ქალმა დაივიწყოს ტკივილით მოგვრილი ტანჯვა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის დაბადებაში.
 
ენდოტრაქეულ არკოზს უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესახც საკეისრო კვეთა ტარდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისტრესი), ასევე - კოაგულოპათიის, სისტემური ინფექციისა და დედის ცენტრალური ნვრვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება და ბოლოს, მაშინ როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზია საკმაოდ ზვდაპირულია, რათა ბავშვზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს. ისიც უნდა ითქვას, რომ მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება კუჭის შიგთავსის ასპირაციაა. სულ რაღაც 30 მლ შიგთავსის ასპირაციამ შესაძლოა ფატალური პნევმონიტი (მენდელსონის სინდრომი) გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულებში ხშირად ჭირს ინტუბაცია, განსაკუთრებით - სიმსუქნის შემთხვევაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საკეისრო_კვეთა“-დან