საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
==ისტორია==
არაგვისა და თერგის ხეობებზე უძველესი დროიდან გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზა, რასაც ხშირად დარიალის გზასაც უწოდებდნენ.
 
ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ტომებს შორის უკვე ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან არსებობდა მჭიდრო კულტურული ურთიერთობა. ამ ურთიერთობების ერთ-ერთ არხს თერგისა და არაგვის ხეობები წარმოადგენდა.
 
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა [[სკვითები|სკვითური ტომების]] მიგრაცია ამიერკავკასიაში. [[სტრაბონი]]ს (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ [[წინა აზია|წინა აზიის]] დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოასახლა]] [[დავით აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] 45 ათასი ოჯახი საქართველოში. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის ლაშქრობების]] (XIV—XV საუკუნეების მიჯნა) შემდეგ გზის მნიშვნელობა დაეცა და იგი ნაგზაურად იქცა.