ველისარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
მოგვიანებით ველისარიუსმა ცოლად შეირთო ანტონინა, იმპერატრიცა თეოდორას ერთგული სეფექალი.
===საომარი კამპანია ვანდალების წინააღმდეგ===
[[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]-ის გადაწყვეტილებით ველისარიუსს დაევალა [[ვანდალთა სამეფო]]-ს განადგურება. ბრძოლები მიმდინარეობდა [[533]]-[[534]] წლებში. პირველი ბრძოლა [[ვანდალები|ვანდალებთან]] გაიმართა [[533]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] [[ად დეციმუმის ბრძოლა|ად დეციმუმთან]], რომელიც ბიზანტიელთა გამარჯვებით დამთავრდა. რის შემდეგაც მათ დაიკავეს ვანდალთა დედაქალაქი [[კართაგენი]]. [[ვანდალები|ვანდალთა]] მეფე [[გელიმერი]] მაინც არ ცხრებოდა. მან შეაგროვა ახალი ჯარი, დაიხმარა თავისი ძმაც. თუმცა [[ტრიკამარუმის ბრძოლა|ტრიკამარუმთან]] ბრძოლაში [[534]] წლის [[15 დეკემბერი|15 დეკემბერს]] კვლავ დამარცხდა ველისარიუსთან, ხოლო თვითონ კი ტყვედ ჩავარდა. ამ კამპანიის შედეგად [[რომის პროვინცია ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთი აფრიკის]] პროვინცია მთლიანად [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
===საომარი კამპანია ოსტგუთების წინააღმდეგ===
ველისარიუსის მომდევნო წარმატებული კამპანია იყო ბრძოლა [[ოსტგუთები]]ს წინააღმდეგ. მან მხოლოდ 8 000 კაცით ჯერ ნეაპოლი და სიცილია დაიკავა, შემდეგ კი რომისაკენ გაემართა. სუსტმა, რომანიზებულმა ოსტგუთთა ლიდერმა თეოდატუსმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ რავენასაკენ მიმავალს თავისივე ხალხი წამოეწია და სიკვდილით დასაჯა. სუსტი თეოდატუსი მებრძოლმა ვიტიგესმა შეცვალა, რომელიც უკან დაბრუნდა და რომს ალყა შემოარტყა. მრავალრიცხოვანი მტრით გარემოცულმა ველისარიუსმა ერთ წელს გაძლო. საბოლოოდ ოსტგუთებმა რავენასაკენ გასწიეს, ველისარიუსი კი მათ დაედევნა. ოსტგუთებმა დანებება და დასავლეთის იმპერატორად მისი აღიარება ამჯობინეს, თუმცა მან უარი განაცხადა. იუსტინიანე შეშფოთდა, რადგან თვლიდა, რომ გაძლიერებული ველისარიუსი შეიძლება ტახტში შესცილებოდა, ამიტომ უკან გაიწვია. ამ კამპანიის შედეგად მთელი [[იტალია]] [[ბიზანტია|ბიზანტიის]] მმართველობაში გადავიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ველისარიუსი“-დან