გოჯი ზურებიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
| შენიშვნები =
}}
'''გოჯი ზურებიანი''' (დ. [[1906]], [[მულახი]], ახლანდელი [[მესტიის მუნიციპალიტეტი]], — გ. [[1975]], იქვე) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).<ref>[http://xn--80aa2bkafhg.xn--p1ai/article.php?nid=24493 Заслуженные мастера спорта СССР по альпинизму]</ref> ალპინიზმით დაკავდა 1937 წელს. [[სსრკ]]-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა [[უშბა|სამხრეთ უშბაზე]] (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე ([[ლეხზირი]]-[[ულუყარა]]) და დიდ ([[წურუნგალა]]–[[აილამა]]–[[შხარა]]) ტრავერსებში (1940), [[კაკო მარი]]ს ხელმძღვანელობით [[უშბა]]ზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში [[შხელდა]]ზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, [[შხელდა]]–[[უშბა]]). მოპოვებული აქვს ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის (1950).<ref>[http://www.nplg.gov.ge/athletes/ka/00004207/ გოჯი ზურებიანი // ქართველი სპორტსმენები]</ref> დაჯილდოებულია (1940, 1943-45) საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრკ და საქართველოს სპორტკომიტეტების საპატიო სიგელებით, მედლებით „მამაცობისათვის“ და „კავკასიის დაცვისთვის“. გოჯი ზურებიანი იყო სვანეთის[[სვანეთი]]ს უფროსი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ალპინისტი.<ref>[http://www.alpklubspb.ru/persona/zurebiani.htm Альпинисты Северной Столицы]</ref>
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოჯი_ზურებიანი“-დან