საქართველოს სამხედრო გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად წარმოადგენს [[ევროპის ავტომაგისტრალი E117]]-ის ერთ-ერთ მონაკვეთს.
 
==ისტორია==
==ისტორიული ცნობა==
XVI საუკუნის რუსეთის გეოგრაფიულ აღწერაში, ცნობილი როგორც «Большой Чертежъ», წერია შემდეგი: „მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მოედინება მდინარე თერგი, რომელიც მიედინება მთებში, საიდანაც ჩაედინება ხვალიმის (კასპიის?) ზღვაში“<ref>изъ реки Кура, съ левыя страны, вытекла река Терекъ, и потекла въ горы, а из гор впала въ Хвалимское море.</ref>. ეს იმის დასტურია რომ რუკის შედგენის დროს რუსეთის იმპერიაში ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ არაგვი-თერგზე გამავალ გზაზე და შესაბამისად შეიძლება იმის ვარაუდიც რომ ადრეულ პერიოდში აღნიშნული გზა არ გამოიყენებოდა აქტიური მიმოსვლისათვის. XVI საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის ელჩობა ყოველთვის მიიჩნევდა როგორც მოუხერხებელსა და სახიფათოს. 1590 წელს კახეთიდან დაბრუნებული რუსეთის ელჩი კნიაზ ზვენიგოროდსკი აღნიშნავდა რომ დარიალის გზით გადმოსასვლელად მას დასჭირდა დიდთოვლიანი გზის გაკაფვა და თერგზე გადასასვლელი ხიდების მოსაწყობად ასამდე ადამინის დაქირავება. ამას თან ერთვოდა ადგილობრივთაგან თავდასხმა და მათი ძარცვა. ანალოგიური ვიტარება დახვდა რუსეთის ელჩს მიხაილ ტატიშჩევს, რომელმაც 1604 წელს იმგზავრა აღნიშნულ გზაზე.
 
ხაზი 26:
1771 წელს როდესაც აკადემიკოსმა გიულდენნტშტადმა სცადა მოზდოკიდან ტფილისში გადმოსულიყო, ისარგებლა აღნიშნული გზით. მას თან ახლდა 24 კაზაკი და 100 ოსი თავდაცვისათვის, რომლებიც რუსეთის სამსახურისათვის ადგილობრივმა თავადმა გადმოსცა. მას ხიდების აღდგენისა და გაუვალი გზების გადასალახავად დასჭირდა 2 კვირა აღნიშნული გზის გასავლელად. 1772 წელს გილდეტშადისთვის უკანდაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, რადგანაც სტეფანწმინდაში მისულს ყველა ხიდი მდინარისაგან განადგურებული დახვდა. ამას თან ერთვოდა ის რომ ადგილობრივი ოსი მოსახლეობა ცდილობდა მის გაძარცვას. მის მიზდოკში გასაცილებლად მოზდოკიდან გამოგზავნილი იყო 600 კაციანი რაზმი მაიორ ფონ კრიუდნერის მეთაურობით.
 
აღნიშნული გზის რთული და სახიფათო მონაკვეთად ითვლებოდა თერგის ხეობა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო არაგვის მონაკვეთზე. რუსეთის მხრიდან მთის მოსახლეობის მხრიდან დაბრკოლებას ბოლო მოეღო მას შემდეგ, რაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგევსკის ტრაქტატს ხელი მოეწერა. ორმხრივი შეთანხმება გულისხმობდა რუსეთის ჯარების თავისუფალ გადაადგილებას საქართველო-რუსეთის მონაკვეთზე საქართველოსათვის სამხედრო ძალის მისაშველებლად. ამ მიზნისათვის 1784 წელს მოზდოკიდან ლარსამდე აშენდა რამოდენიმე სამხედრო ნაგებობა. იმავე წელს გზა გადმოლახა რუსეთის ორმა ბატალიონმა პოლკოვნიკ ბურნაშოვის მეთაურობით, რომელიც გაემართა ერეკლე მეფის დასახმარებლად ავარელი ომარ-ხანისა და ახალციხელი სულეიმან-ფაშის წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
თერგის მონაკვეთის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევა წინააღმდეგობაში მოვიდა ჩეჩენი მთიელებისათვის, რადგანაც ამ გზით მათ გადმოჰყავდათ საქართველოდან მოტაცებული ტყვეები, რომელთაც ისინი შემდეგ სხვადასხვა ბაზარზე ყიდდნენ. 1785 წელს ჩეჩნეთი შეიხ-მანსურის წინამძღოლობით აღსდგა აღნიშნული გზის წინააღმდეგ. 1786 წელს რუსეთის მცირერიცხოვანი არმია იძულებული შეიქმნა დაეთმო მის მიერ ახლადაშენებული გამაგრებები (პოტიომკინა, გრიგორიპოლი და ვლადიკავკაზი).
 
თერგის მონაკვეთის უკონტროლოდ დატოვება ძვირი დაუჯდა საქართველოს. 1795 წელს როდესაც აღა-მახმად ხანი შემოესია ირანიდან საქართველოს, რეუსეთიდან დასახმარებლად გამოსული რაზმი პოლკოვნიკ სიროხნევის მეთაურობით მხოლოდ დაგვიანებით შესძლო ჩამოსულიყო თბილისში, რომელიც მას უკვე განადგურებული დახვდა.
 
ძვ. წ. VI საუკუნეში დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა [[სკვითები|სკვითური ტომების]] მიგრაცია ამიერკავკასიაში. [[სტრაბონი]]ს (ძვ. წ. I საუკუნე — ახ. წ. I საუკუნე) მიხედვით, აქ გადიოდა ძალზე ვიწრო და ძნელი გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით თავდებოდა. გზისა და დარიალის კარის კონტროლი ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ [[წინა აზია|წინა აზიის]] დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში ამ გზით [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოასახლა]] [[დავით აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებელმა]] [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] 45 ათასი ოჯახი საქართველოში.