ხელოვნებათმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებად ცამოყალიბება ==
ხელოვნებათმცოდნეობა მეცნიერებად [[XVIII საუკუნე|XVI]] - [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ის ჩაისახა [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]] [[ბერძენი]] და [[რომაელი]] [[მოაზროვნეები |მოაზროვნეების]] და [[მწერლები|მწერლების]] შემოქმედებაში. ხელოვნური ნაწარმოებების შეფასების მთავარ საზომად „ბუნების მიბაძვა“, მიმსგავსებულობა, ცხოვრების ილუზიის შექმნა მიაჩნდათ ([[პლატონი]], [[არისტოტელე]] და სხვა.). ძველი წელთაღრიცხვით [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] II ნახევარში დაიწერა პირველი ნაშრომები ხელოვნების ისტორიიდან: დურისმა შეაგროვა ცნობები ბერძენ მხატვართა ცხოვრების შესახებ, რითაც სათავე დაუდო ეგრეთ წოდებულ „მხატვართა ისტორიას“, ხოლო [[ქნესოკრატე|ქნესოკრატეს]] თხზულებაში, რომელშიც ხელოვნებათა მხატვრობისა და ქანდაკების ისტორიის მხატვრული ხერხის სრულყოფის პროცესად განიხილება, ის შეიძლება „სტილის ისტორიის“ წინამორბედად ჩავთვალოთ. მოგვიანებით ცნობილია ხელოვნურ ძეგლთა „ტოპოგრაფიული“, გზამკვლევის ტიპის აღწერები და ლიტერატულური ხასიათის აღწერა-დახასიათებანი, ხან მხატვრულ პროზაში ჩართული, ხან ცალკე დაწერილი. მთელი ანტიკური პერიოდის განმავლობაში იწერებოდა ლექს-ეპიგრამები სურათებსა და ქანდაკებებზე. [[ციცერონი|ციცერონსა]] და [[კვინტილიანე|კვინტილიანეს]] გაუჩნდათ სხვადასხვა დროის ხელოვნურ ნაწარმოებთა თანასწორი ღირსების იდეა. ბერძენი და ლათინი ავტორების დაკარგული ნამუშევრების ნაწყვეტები შემოინახა [[პლინიუს უფროსი|პლინიუს უფროსის]] [[ბუნების ისტორია (პლინიუსი)|„ბუნების ისტორია“]]_მ.
 
== ხელოვნებათმცოდნეობის დარგები ==
3 576

რედაქტირება