ქართველთა ეთნარქები: განსხვავება გადახედვებს შორის

ლიტერატურა
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(+კატ.)
(ლიტერატურა)
ქართველ ეთნარქთა სახელებში იმ ჰეგემონ ტომთა სახელები აისახა, რომელთაც "ქართლოსიანებად" წოდებული ტომები გააერთიანეს კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. ისტორიული პროცესი ლეონტი მროველის მიერ შემუშავებული ქართლოსიანთა სქემის პირუკუ მიმდინარეობდა, რადგან ქართლის ქვეყანა ქართლის სამეფოს სახით ხევების (მცირე სოციალური ორგანიზმების) გაერთიანებიოს შედეგად ჩამოყალიბდა. თვით ხევების გაერთიანების პროცესში ნ. ბერძენიშვილი ორ ეტაპს გამოყოფდა. პირველი ეტაპი იმ მიწა-წყალზე არსებულ ხევთა გაერთიანებას გულისხმობდა, რომელიც ლეონტი მროველის მიერ შემოსაზღვრულ ქართლოსიანთა წილი მიწა-წყალის საზღვრებში იმყოფებოდა, მეორე ეტაპი კი - ისტორიული შიდა ქართლის ("ქართლოსიან" უფროსის წილი მიწა-წყალი) მოსახლე ქართლის ტომის მმართველი სახლის მიერ დანარჩენ "ქართლოსიანთა" მიწა-წყლის დაპყრობას, რაც ქართლის სამეფოს წარმოქმნას ნიშნავდა ქართლის ქვეყნის სახით.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''ბერძენიშვილი ნ.,'' საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 8, თბ., 1975;
*''მამულია გ.,'' კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ქართლში, თბ., 1979;
*''ფიცხელაური კ.,'' აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
*''მამულია გ.,'' ქსე, ტ. 10, გვ. 461-462, თბ., 1986
[[კატეგორია:ქართლის ცხოვრება]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
158 161

რედაქტირება