რჟეჟი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''რჟეჟ''' — ფართე ტერიტორიაზე გაშლილი სოფლის ტიპის დასახლება [[ვლტავა|ვლტავის]] რკალზე და მის მარჯვენა ნაპირზე, დაახლ. 12კმ ჩრდილოეთით [[პრაღა|პრაღიდან]], [[ცენტრალური ბოჰემიის მხარე|ცენტრალური ბოჰემიის მხარეში]], [[პრაღა-ვიხოდის რაიონი|პრაღა-ვიხოდის რაიონში]], ეკუთვნის ჰუსინეცის თემს.
 
ჰუსინეცი და რჟეჟი ერთად ქმნიან ერთიან საკადასტრო ერთეულს ჰუსინეცი რჟეჟთან, სოფელი ჰუსინეცი მდებარეობს იგივე განაშენიანების სარტყელში, რჟეჟიდან აღმოსავლეთით. სოფელ ჰუსინეცის განაშენიანების დიდი ნაწილი და მისი გამგეობა მდებარეობს რჟეჟის ტერიტორიაზე. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ÚJV Řež-ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ფირმები, რჟეჟის კვლევითი ინსტიტუტი და ჩეხეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი. რჟეჟში არის ფოსტა და წმ. ვაცლავის ეკლესია.