ზღმარტლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 27 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q148723
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Illustration Mespilus germanica0.jpg|მინი|250პქ|ზღმარტლი]]
[[ფაილი:Medlar pomes and leaves.jpg|მინი|250პქ]]
'''ზღმარტლი''' (Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა — [[ჩვეულებრივი ზღმარტლი]] (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა.

ველურად გვხვდება [[ირანი|ირანში]], [[მცირე აზია]]ში, [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], [[კავკასია]]ში, [[ყირიმი|ყირიმსა]] და [[თურქმენეთი|თურქმენეთში]]. [[საქართველო]]ში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში.

მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და [[აშშ]]-ში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზღმარტლი“-დან