ბეთანიის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.12.176-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 65:
[[File:Betania small church.jpg|thumb|left|thumb|წმინდა გიორგის ეკლესია]]
 
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - [[ორბელები]]ს - საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა [[გრიგოლ ორბელიანი|გრიგოლ ორბელიანს]] უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
 
[[File:Betania0000.jpg|thumb|left|thumb|ბეთანიის ეკლესია რესტავრაციამდე. XIX საუკუნე]]
 
XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები [[მამა გიორგი (მხეიძე)]] და [[მამა იოანე (მაისურაძე)]], რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
 
==არქიტექტურა==
 
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. [[გუმბათი]] ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.
 
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა [[განკითხვის დღე|განკითხვის დღის]] კომპოზიციას.
 
[[File:ქტიტორები.jpg|thumb|250px|left|თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე]]
 
რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]], [[თამარ მეფე|თამარ მეფისა]] და [[გიორგი IV ლაშა|ლაშა-გიორგის]] პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით [[1207]] წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ბეთანიის სამაროვანი]]