გიორგი III (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატ.
ხაზი 1:
'''გიორგი III''' (გ. [[1639]]), [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] [[მეფე]] [[1605]]-[[1639]], კონსტანტინე მეფის ძე. მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის [[ლევან II დადიანი | ლევან II დადიანის]] წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი [[წულუკიძე, პაატა | პაატა წულუკიძე]]. [[1623]] [[გოჭოურის ბრძოლა 1623|გოჭოურის ბრძოლაში]] (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა [[სააკაძე, გიორგი| გიორგი სააკაძესსააკაძე]], რომელსაც [[1626]] [[ბაზალეთის ბრძოლა 1626|ბაზალეთის ბრძოლაში]] ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ს]]. [[1629]] მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე [[ალექსანდრე III | ალექსანდრემ]], ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული [[დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე | დარეჯანი]] (ზურაბ ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად [[1619]]-[[1621]] გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
 
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოსიმერეთის მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1639]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტო]]