პეტრე უმიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. მამით ადრე დაობლებული ბავშვი დედამ აღზარდა. პირველდაწყებითი განათლება კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა კომერციულ გიმნაზიაში, რომელიც [[1854]] წელს პირველ გიმნაზიას შეუერთდა. ეს გიმნაზია ყმაწვილმა [[1854]] წელს დაამთავრა. უსახსრობის გამო პეტერბურგის უნივერსიტეტი მოგვიანებით, [[1867|1864]] წელს დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის პირველ გიმნაზიაში დაიწყო. აქ მან 20 წელი იღვაწა ქართულის მასწავლებლად.
 
პეტრე უმიკაშვილის პირველი ლიტერატურული ნაშრომი დაბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. აქედან დაიწყო მისი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მან შექმნა ორიგინალური პიესები, პუბლიცისტური წერილები, მეცნიერული ხასიათის გამოკვლევები, მასვე ეკუთვნის თარგმანებიც. ფასდაუდებელია მის მიერ ფოლკლორული მასალის შეგროვება-გამომზეურება და ჩვენი კლასიკოსების თხზულებათა გამოცემები. [[1874]] წელს დაბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტები — „ლექსები სახალხო სიმღერებისაგან შედგენილი“, გამოაქვეყნა „არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, „ქართული ანდაზები“ და სხვა.