იგორ გიორგაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
დაიბადა საბჭოთა სასაზღვრო ოფიცრის, [[პანტელეიმონ გიორგაძე|პანტელეიმონ გიორგაძის]] ოჯახში. [[1973]] წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა [[მოსკოვი|მოსკოვში]]. 1973-1995 წლებში საქართველოს უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1980-81 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმ „კასკადის“ საბრძოლო ოპერაციებში [[ყანდაარი|ყანდაარში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]].
 
1991-92 წლებში იგორ გიორგაძე [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]] მონაწილეობდა [[ზვიად გამსახურდია]]ს მოწინააღმდეგეთა მხარეს. [[1993]] წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად. [[1995]] წლის სექტემბერში პრეზიდენტ [[ედუარდ შევარდნაძე]]ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ბრალდებით. იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. [[საქართველოს მთავარი პროკურატურა|საქართველოს გენერალური პროკურატურის]] შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა გიორგაძისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.<ref>[http://pog.gov.ge/geo/news?info_id=970 მთავარი პროკურატურის განცხადება ი. გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ]</ref>
 
ემიგრაციის შემდეგ ძირითადად იმყოფება რუსეთში. აქტიურად ჩნდება რუსულ მედიაში. გამოდის საქართველოს სახელმწიფოს ევროატლანტიკური პოლიტიკის წინააღმდეგ. 2000-იან წლებში სცადა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. [[2006]] წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგორ_გიორგაძე“-დან