ტროის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
н
94.26.49.221-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Nino Bitsadze-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 19:
|შენიშვნა=
}}
{{ბერძნული მითები}}
яж'''ტროის миომი''' хуя ლეგენდის თანახმად, წარმოებდა [[ანატოლია|მცირე აზიაში]] ქალაქ [[ტროა|ტროის]] წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი [[პარისი|პარისის]] მიერ [[სპარტა|სპარტის]] მეფის [[მენელაოსი|მენელაოსის]] ცოლის – უმშვენიერესი [[ელენე|ელენეს]] მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა მეუღლემ, მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას, მიკენის მბრძანებელ აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს. მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს აგამემნონი სარდლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] [[ილიადა]] და [[ოდისეა]] - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის [[ოდისევსი|ოდისევსის]] შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა [[ვირგილიუსი|ვირგილიუსმა]] მის [[ენეიდა|ენეიდაში]].
 
ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად [[თურქეთი|თურქეთის]] ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა, 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა [[შლიმანი, ჰაინრიხ|ჰაინრიხ შლიმანმა]] ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტროის_ომი“-დან