მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 3566508 ვერსია დაბრუნდება MIKHEIL ვერსიაზე
== სააკაძის წინაპრები ==
 
სააკაძის წინაპრები სამეფო [[აზნაური|აზნაურები]] იყვნენ და [[თეძმის ხეობა]]ში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, როფბფდგჰ<nowiki/>რომლის ცენტრი იყო სოფ. [[ნოსტე|სტე]]. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ [[ერთაწმინდა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდას]] კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე [[სოფელი]] შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
სააკაძეთა გვარი მკრთალად ჩანს ისტორიულ წყაროებში. ყველაზე ადრეული წინაპარი – [[ჯანზურაბ სააკაძე]], იხსენიება [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროს, [[XII საუკუნე|XII]] საუკუნის მიწურულს. შემდგომ – [[დონა სააკაძე]], [[ბაგრატ V]] თანამებრძოლი (1386 წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]], [[თემურლენგი]]ს შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება [[1547]] წლის საბუთში პატრონად. [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: [[ზეშთაელ სააკაძე|ზეშთაელი]], [[სიაუშ სააკაძე|სიაუში]], [[ზურაბ სააკაძე|ზურაბი]] და [[ივანე სააკაძე|ივანე]]. ამათგან სიაუშია გიორგი სააკაძის მამა, დედა - თამარი (ბარათაშვილის ქალი).{{ფაქტი}}