ივანე გურგენიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ივანე (ვანო() გრიგოლის ძე გურგენიძე''' (დ. [[22 ნოემბერი]], [[1941]], [[ზოვრეთი]], [[ზესტაფონის რაიონი]] — გ. [[14 ივნისი]], [[2012]]) — [[ქართველები|ქართველი]] გენერალ-ლეიტენანტი (1993 ), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992–2000 ).
 
სამხედრო განათლება მიიღო [[ომსკი|ომსკსა]] და [[მინსკი|მინსკში]]. 1963 წლიდან მსახურობდა [[საბჭოთა კავშირი]]ს შეიარაღებულ ძალებში ბელორუსიის სამხედრო ოლქში, [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთსა]] და [[ბაქო]]ში. 1978–1991 წლებში მსახურობდა [[თბილისი|თბილისში]], ჰაერსაწინააღმდეგო ძალებში. იყო სარაკეტო-საარტილერიო კორპუსის სამსახურის უფროსი, შემდეგ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მე-19 ცალკეული არმიის სარდლის მოადგილე (პოლკოვნიკის წოდებით). 1992 წლის იანვარში დაინიშნა [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო|საქართველოს თავდაცვის მინისტრის]] მოადგილედ შეიარაღების დარგში. იმავე წლის 15 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1993 წლის 15 თებერვალს კი — გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 2000 წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია [[ვახტანგ გორგასლის ორდენი|ვახტანგ გორგასლის]] მეორე ხარისხის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორი ორდენით, საბჭოთა კავშირის რამდენიმე ორდენითა და მედლით.