პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია''' იგივე '''ATP''' ({{lang-en|Association of Tenni...
(განსხვავება არ არის)

06:45, 14 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია იგივე ATP (ინგლ. Association of Tennis Professionals) — 1972 წლის სექტემბერში დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია მამაკაცი პროფესიონალი ჩოგბურთელების ინტერესების დაცვა. 1990 წლიდან, ATP არის მსოფლიო ტურის ორგანიზატორი მამაკაცთა ჩოგბურთისთვის.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში. ქალთა ჩოგბურთში ATP-ის მსგავსი ორგანიზაციაა ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია, იგივე WTA.

ATP-ის მსოფლიო ტურის ტურნირები

ATP-ის მსოფლიო ტური შედგება მასტერსის, 500 და 250 სერიების ტურნირებისგან. ATP ასევე ზედამხედველობს ჩელენჯერის ტურნირებს, რომელიც მეორე დონის გათამაშებებია. დიდი სლემის ტურნირებს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირს, დეივისის თასს, ჰოპმანის თასს და ITF-ის მამაკაცთა ტურნირებს საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია, იგივე ITF უწევს ზედამხედველობას. მიუხედავად ამისა, ოლიმპიური თამაშების და ჰოპმანის თასის გამოკლებით, ამ ტურნირებზე მოპოვებული ქულები მოთამაშეებს ეთვლებათ ATP-ის რეიტინგში.

ATP-ის რეიტინგი

ATP მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს. აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტურნირებზე მოთამაშეების კვალიფიკაციისთვის და განთესვისთვის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. წლის განმავლობაში 8 უმაღლესი რეიტინგის მოთამაშე და ასევე 8 უმაღლესი რეიტინგის წყვილი, მონაწილეობას მიიღებს ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალში, რომელიც ნოემბერში ტარდება. მოთამაშე, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, წელიწადს მსოფლიოს პირველ ჩოგნად ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში