ჟერარ დე ნერვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ჟერარ დე ნერვალი დაიბადა [[1808]] წელს, პარიზში. ორი წლის შემდეგ დედა გარდაეცვალა და ნერვალი დედამისის ბიძამ, ანტუან ბუშერმა გაზარდა პატარა სოფელ [[ვალუა]]ში. ეს ადგილი შემდგომში მისთვის თითქმის მითიურმითურ მნიშვნელობას იძენს.
 
[[1814]] წლიდან იგი პარიზში ლიცეუმში სწავლობს, სადაც თავს გამოიჩენს [[გოეთე]]ს ნაწარმოებების თარგმანით. დაუმეგობრდება [[გოტიე, თეოფილ|გოტიესა]] და [[ჰიუგო, ვიქტორ|ვიქტორ ჰიუგოს]]. წერს ლექსებს და თეატრალურ პიესებს, რომლებსაც წარმატება არ ხვდება. მალე მას შეუყვარდება მსახიობი ქალი, ჟენი კოლონი და მთელ თავის ქონებას მის კარიერას მოახმარს. მაგრამ ქალი მის მიმართ გულგრილია და სხვას მიჰყვება ცოლად. ჟენი კოლონი არის ნერვალისათვის ქალის იდეალი, რომელიც ხშირად ფიგურირებს მის შემოქმედებაში, ზოგჯერ მითოლოგიური ქალღმერთების სახითაც კი. ქალისადმი სიყვარული პოეტს ფსიქიკურ აშლილობამდეც მიიყვანს. სიცოცხლის უკანასკნელი წლების მანძილზე ნერვალი რამდენიმეჯერ მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა თავად არასოდეს აღიარებდა, რომ მისი ეს "დაავადება" სიგიჟე იყო. იგი ამას "რეალურ ცხოვრებაში სიზმრის შემოჭრას" უწოდებდა.