პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1682]] წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ [[ბოიარი|ბოიარების]] [[დუმა|დუმამ]] პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა [[რომანოვა, ალექსის ასული|სოფიას]] მიერ პროვოცირებული [[სტრელეცი|სტრელეცების]] ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და [[ივანე V (რუსეთი)|ივანი]] ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
 
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა [[ლოპუხინა, ევდოკია თეოდორეს ასული|ევდოკია ლოპუხინაზე]]. მიუხედავად ცარევიჩ [[რომანოვი, ალექსეი პეტრეს ძე|ალექსეის]] დაბადებისა [[1690]] წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. [[1689]] წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააააააპატიმრესდააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და [[ნოვოდევიჩის მონასტერი|ნოვოდევიჩის მონასტერში]] გამოკეტეს. ივანე V, რომელიც ამ დროისთვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე ([[1696]]) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.
 
== პირველი ნაბიჯები ==