ფასტფუდი: განსხვავება გადახედვებს შორის

აქ წერია სწრაფი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(აქ წერია სწრაფი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
 
[[დადებითი და უარყოფითი]]
 
ჩემი აზრით სწრაფ კვების ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ შეგიძლია მცირე დროში მიირთვა საკვები. ასევე ის ძალიან გემრიელია და ადამიანებს უჩირთ უარის თქმა. ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს და იძულებულები ვართ შევიძინოთ სწრაფი კვების პროდუქტი და მივირთვათ.
 
 
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს. სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით. ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად, ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება. ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის. ამბურგერი, ჰოთდოგი თუ ჩიზბურგერი, რომელსაც ქართულ მაკდონალდში მივირთმევთ, მიუხედავად იმისა, რომ ”უგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად გენმოდიფიცირებული პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ.
5

რედაქტირება