ციცქა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გოფოვოოგოვოფ
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''ციცქა''' (სინ.: შანთი, მამალი ციცქა) — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს.
 
მეცნიერთა აზრითაოზრით, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული თეთრყურძნიანი ჯიშია დასავლეთასჯსკჯხკხჯხკხკლხკდკდკხლხკხ საქართველოში.
 
მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს. ციცქასგან ცოლიკოურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლი­რე­ბა­დი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, კუმსი ან ძლიერი კუმსი აგებულების.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციცქა“-დან