გიორგი ლეონიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 176.221.244.248 ცვლილებების გაუქმება (№3567949)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 18:
პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.
 
ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.
 
ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი[[ თენგიზ აბულაძე]]) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.
 
ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით [[საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად]] გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა [[საქართველოს მწერალთა კავშირი|საქართველოს მწერალთა კავშირს]]. 1957-1966 წლებში [[შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი|შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს]].
 
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა [[მამუკა ბარათაშვილი]] „ჭაშნილი“ (1920), [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), [[იოსებ თბილელი]]ს „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]], [[ვახტანგ VI]]-ის, [[დავით გურამიშვილი]]ს, [[ბესიკი]]ს, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
* ''კალანდაძე გ.,'' გიორგი ლეონიძის შემოქმედება, თბ., 1967;
*''მარგველაშვილი გ.,'' ლიტერატურული წერილები, თბ., 1972;
*სამშობლო მისი ლექსის სახელი, თბ., 1970;
*''ხერხეულიძე გ.,'' გიორგი ლეონიძის პოეზია, თბ., 1959;
{{ქსე|6|193-194|მარგველაშვილი გ.}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
*[http://burusi.wordpress.com/literature/giorgi-leonidze/ გიორგი ლეონიძე]
*[http://burusi.wordpress.com/2009/04/08/გიორგი-ლეონიძე-ქართული-მ/ გიორგი ლეონიძე - ქართული მესსიანიზმი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ცისფერყანწელები}}
 
{{DEFAULTSORT:ლეონიძე, გიორგი}}
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1899]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1966]]
[[კატეგორია: ლენინის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია: წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]
[[კატეგორია:მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლეონიძე“-დან