ბალბისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
}}
 
'''ბალბისებრნი''' (Malvaceae) — [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] მცენარეთა ოჯახი. ძირითადად ბალახებია, იშვიათად — ხეები ან ბუჩქები, რომლებსაც მორიგეობით განლაგებული თათისებრდანაკვთული [[ფოთლები]] აქვს. ყვავილები დიდია, მკვეთრად შეფერილი, ორსქესიანი. ყვავილის ძირში განვითარებულია ე. წ. გარეთა ჯამი. შიგნითა მტვრიანა მრავალია და ძაფებით მილადაა შეზრდილი. ბუტკო ერთია. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] მშრალია — კოლოფი ან დანაწევრებული კაკლუჭა.

ცნობილია 1600-მდე სახეობა, რომელთა უმრავლესობა ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში გვხვდება 20. ოჯახში ძირითადად [[ბოჭკოვანი მცენარეები]]ა. დიდი ეკონომიური მნიშვნელობისაა ბამბის ბუჩქი, შედარებით ნაკლებისა — კენაფი და შვია.

აღსანიშნავია სამკურნალო სახეობები [[ტუხტი]] და [[ბალბა]]. [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულია]] — [[ქატმი]], ჩინური ტუხტი და ბაღის ტუხტი და სხვა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|2|168}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალბისებრნი“-დან